ლონდონის “ჩელსის” ფორვარდმა სამუელ ეტო’ომ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, მაგრამ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ გუნდში სათამაშოდ მაინც უხმო. ამის შესახებ BBC იუწყება.
შესაძლოა, კამერუნელებს 32 წლის თავდამსხმელის განცხადების შესახებ არაფერი სმენიათ. ფაქტია, რომ კამერუნელთა თავკაცმა ფოლკერ ფინკემ ეტო’ოს ტუნისთან აფრიკის პლეი ოფის მატჩში სათამაშოდ უხმო.
კამერუნელები ტუნისელებს 11 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან. ითამაშებს თუ არა ეტო’ო, ჯერჯერობით, უცნობია.