ლონდონის “ჩელსის” ფორვარდ სამუელ ეტო’ოს წინადადება ჩინური “გუანჩჟოუ ევერგრანდიდან” აქვს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
ვეტერან კამერუნელს ლონდონელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, აფრიკელმა ახალი კლუბის ძიება უკვე დაიწყო. ეტო’ო წლიური ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს და ჩინელები თანხმობაზე ყოყმანობენ.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, ეტო’ომ 42 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი მიითვალა.