ფეხბურთი

10:51 | 28.08.2014 | ნანახია 844 - ჯერ

ეტო'ოც მიდის

 

“ევერტონის” თავდამსხმელმა, სამუელ ეტო’ომ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

“გაცნობებთ, რომ ჩემი სანაკრებო კარიერა დასრულებულია. მადლობა სრულიად აფრიკასა და ყველა ჩემს ყველა გულშემატკივარს, რომელთაგან სულ ვგრძნობდი დიდ მხარდაჭერას”. – განაცხადა კამერუნის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა თავისი “ტვიტერის” გვერდზე.

სამუელი კამერუნის ნაკრებში 1997-2014 წლებში თამაშობდა და 118 ჩატარებულ შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

 

 

0.066694
844