ფეხბურთი

16:44 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ო “სანდერლენდთან” დაბრუნდება

ლონდონის “ჩელსის” ფორვარდმა სამუელ ეტო’ომ ტრავმა მოიშუშა და “სანდერლენდთან” ინგლისის პრემიერლიგის უახლოეს ტურში სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ “არისტოკრატთა” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, პრესკონფერენციაზე.

პორტუგალიელის თქმით, კამერუნელი მეგოლე მინდორზე გასვლას შეძლებს, ოსკარი და დავიდ ლუისი კი, კვლავ ლაზარეთში რჩებიან. მოგეხსენებათ, ეტო’ომ ტრავმა “ბაზელთან” 2 კვირის წინათ გამართულ მატჩში მიიღო და მოედანს იმაზე ადრე უბრუნდება, ვიდრე ექიმები ელოდნენ.

ცნობისათვის, “ჩელსისა” და “სანდერლენდის” დაპირისპირება ოთხშაბათს შედგება.

 

0.125656