ფეხბურთი

11:15 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეტოო “რომას” უახლოვდება

კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, იტალიაში ჩავიდა. Football Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელი “რომასთან” აწარმოებს მოლაპარაკებას და მხარეებს კონტრაქტის რამდენიმე დეტალიღა დარჩათ შესათანხმებელი. ხელშეკრულების ვადასა და ფინანსურ მხარეზე ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ საუბრობს.

გასული სეზონი სამუელ ეტოომ პრემიერლიგაში, “ჩელსის” რიგებში გაატარა და 21 თამაშში თავი 9 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

0.13743