ფეხბურთი

11:50 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეტოო ორი კვირა დაისვენებს

 

ლონდონის “ჩელსის” კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო, ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის გამო იძულების წესით ორი კვირა დაისვენებს.

33 წლის ფეხბურთელმა ტრავმა დედაქალაქურ დერბიში “არსენალთან” 6:0 მოგებული მატჩის დებიუტში მიიღო და მე-10-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, მანამდე გოლის გატანა მოასწრო. Sky Sports-ის ინფორმაციით, კამერუნელს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა გუშინ ჩაუტარდადა ექიმებმა მას ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება დაუდგინეს.

რადგან ფეხბურთელს ორი კვირით დასვენება გამოუწერეს, ის “კრისტალ პალასთან”, პსჟ-სთან და “სტოკ სიტისთან” მატჩებს გამოტოვებს. “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ამ უსიამოვნო ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა: “ვიმედოვნებ, რომ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. მსურს დავიჯერო, რომ ეტოო 10-15 დღეში დაბრუნდება და ერთი თვით არ დაგვაკლდება”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101048