სამუელ ეტოო კამერუნის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა. უკვე მეორედ.
ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ნაკრებიდან მეორედ წასულ 32 წლის ვარსკვლავს ეროვნულ გუნდში მაინც უხმეს. ახლა კი, ცნობილი ხდება, რომ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან საუბრის შემდეგ, “ჩელსის” აფრიკელმა შემტევმა ნაკრებში კვლავ დაბრუნება გადაწყვიტა.
“ქვეყნის პირველი პირის სურვილმა მაიძულა ეროვნულ გუნდში დავბრუნდებულიყავი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად რთული გზის გავლა მოგვიწევს.” – ციტირეს ეტოოს სიტყვებს Reuters-ი.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, კამერუნი აფრიკის ზონის მე-3 ეტაპზეა გასული. ფლეი ოფში, “ლომები” ტუნისს დაუპირისპირდებიან.