მახაჩყალის “ანჟის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ აკაევმა განაცხადა, რომ კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო’ო “კრასნოდართან” 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს დაემშვიდობა.
ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა და 32 წლის თავდამსხმელმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს. დაღესტანურ კლუბში ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით რეფორმები მიმდინარეობს და გუნდი ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა.
“ეტო’ო გუნდს შაბათს, “კრასნოდართან” მატჩის შემდეგ დაემშვიდობა. ის გასახდელში ყველა მოთამაშეს სათითაოდ გაესაუბრა და მერე მწვრთნელების ოთახშიც მოვიდა” - განაცხადა აკაევმა.
ეტო’ო-ს აყვანის სურვილი ლონდონის “ჩელსის” და მილანის “ინტერს” აქვთ.