ვეტერანი კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო “ევერტონში” გადასვლაზე ყაბულსაა. ამ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.
ბოლო დროს რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ფეხბურთელი “ლივერპულში” გადადიოდა, მაგრამ მერსისაიდელებმა მას მარიო ბალოტელი ამჯობინეს. უახლოესი ინფორმაციით, ეტოო მე-2 ლივერპულულ გუნდში, “ევერტონში” გადასვლასთან ახლოსაა. კლუბის ხელმძღვანელობამ კამერუნელს თავისი პირობები უკვე გააცნო, ხოლო ეტოომ სახელფასო მოთხოვნების შემცირებაზე თანხმობა განაცხადა.