ფეხბურთი

17:23 | 1.07.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ეტო’ო “ჩელსის” დაემშვიდობა

 

ვეტერან კამერუნელ ფორვარდ სამუელ ეტო’ოს ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. “არისტოკრატთა” ოფიციალური საიტის ცნობით, აფრიკელი ლონდონელებს უკვე დაემშვიდობა.

სად გააგრძელებს კარიერას ეტო’ო, ჯერჯერობით, უცნობია. კამერუნელს მსურველები მრავლად ჰყავს – მისი ხელში ჩაგდება “ფიორენტინას”, “იუვენტუსს”, “რომასა” და “გუანჩჟოუს” სურთ.

ცნობისატვის, “ჩელსის” შემადგენლობაში, ეტო’ომ 35 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი მიითვალა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:54 | 28.01.2015
pupone10 (1042)

ამის საჭიროებას რომაში ვერ ვხედავ. ცენტრფორვარდი გვჭირდება. კავანი, ჯეკო, მანძუკიჩი, ლუიზ ადრიანო ან ვინმე. ვინგერები ისედაც ბევრი გვყავს.

13:46 | 28.01.2015
ioska123 (1425)

ეს დღემდე რატო არავინ წაიყვანა მიკვირს... კარგი ბიჭია

0.082363