ფეხბურთი

19:38 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეტოო: “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი”

32 წლის კამერუნელი ვარსკვლავი სამუელ ეტოო იმ დროს იხსენებს, როდესაც ის ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. “ჩელსის” ახალწვეულის თქმით, ის ამ ნაბიჯისგან ლუის არაგონესმა იხსნა.

“ლუის არაგონესს ჩემი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში შევხვდი. იმ დროს, სწორი გადაწყვეტილება სწორედ მისი წყალობით გავაკეთე. იმ დღეს “არსენალში” გადასვლას ვაპირებდი, ასე რომ, შესაძლოა, ისეთი ფეხბურთელი არ გამოვსულიყავი, როგორიც დღეს ვარ. ლუისმა შემაჩერა. შედეგად, “ბარსელონაში” გადავედი. ამ გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა.” – ციტირებს ეტოოს სიტყვებს Mirror-ი.

სამუელ ეტოო იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც ის “რეალიდან” “მალიორკაში” გადავიდა. ეს 2000 წელს მოხდა, სწორედ მაშინ, როდესაც “მალიორკა” ლუის არაგონესმა ჩაიბარა. 4 წლის შემდეგ, კამერუნელმა “ბარსელონას” მიაშურა.

0.126867