საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციამ (GEFA), რომლის დამფუძნებელი ბესო აბაშიძეა, საკუთარ FACEBOOK-ის გვერდზე გაავრცელა ეთიკის კოდექსი, რომელიც მანამდე სტადიონებზე დაარიგა და ამას გარდა. ბანერებიც გამოაკრა თამაშებზე. ეს არის FIFpro-სა და უეფას ერთობლივი პროექტი, საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციამ კი გასული წლის ნოემბერში, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისას ჩაატარა აქცია – “არასოდეს ჩააწყო თამაში”. ასევე იყო გორში, საქართველო-სლოვაკეთის 21-წლამდელთა ნაკრების მატჩზე.
ბესო აბაშიძე: “ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ FIFpro-ს ერთადერთი წარმომადგენლები ვართ საქართველოში. ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად კორძაძე წაიკითხავს კურსს პროლიცენზიის მსურველი მწვრთნელებისთვის სახელშეკრულებო რეგულაციებში და კოდექსებსაც დაურიგებს. 14-15 აპრილს კი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში FIFpro-ს კონგრესი გაიმართება, სადაც მეც მივდივარ და სავარაუდოდ, კონკრეტულ თარიღს გვეტყვიან, თუ როდის გაგვაწევრიანებენ სრული სტატუსით”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სიტყვა ეთიკის მნიშვნელობა გაიგეთ ჯერ თქვე ტყიდან გამოვარდნილო საცოდავებო.
.
"დინამოს", "ჩუხრას", "სიონს" ... ყველა გუნდს შუბლზე ააკარით ოღონდ ასეთი წარწერით: FIX IT!!!
მუშნი რა ხდება?