ჭადრაკი

13:59 | 16.01.2014 | ნანახია 1077 - ჯერ

ესტონეთში ბოლო ტურის წინ...

ესტონეთში მიმდინარე პაულ კერესის სახელობის მემორიალის დასრულებამდე 1 ტურიღა რჩება, გამარჯვების საუკეთესო შანსი კი რუს ალექსანდრ დანინს (2602) რჩება. რომელმაც 8 ტურში 6.5 ქულის მოგროვება მოახერხა.

ქართველ მოჭადრაკეთაგან უკეთესი შედეგი აკაკი შალამბერიძეს (2372) გააჩნია, რომელიც 5.0 ქულით მე-13 ადგილზეა. გასულ ტურში იგი შავი ფიგურებით ალოიზას კვეინისს (ლიტვა, 2540) დაუზავდა.

რაც შეეხება ვარლამ ვეფხვიშვილს (2185), იგი შავებით იან მერტანენთან (ფინეთი, 2334) დამარცხდა და 4.0 ქულით 36-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

დასკვნით ტურში შალამბერიძე კვლავ შავი ფიგურებით დანიილ ლინჩევსკის (რუსეთი, 2541) ეთამაშება, ხოლო ვეფხვიშვილი თეთრებით ვალენტინ დრაგუნს (ესტონეთი, 2002) დაუპირისპირდება.   

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.120643