სხვა

18:54 | 10.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ესტონელი მსაჯი შუბს ემსხვერპლა

ესტონელი მსაჯი ედგარ აავიკი, რომელსაც 2010 წლის 12 მაისს ტალინის Audentes-ის სტადიონზე ჩატარებულ მძლეოსნობის ტურნირზე თავში შუბი მოხვდა, 9 ივნისს, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ესტონეთის მძლეოსნობის კავშირის ხელმძღვანელთა განცხადებით, ტრაგიკული შემთხვევიდან სათანადო დასკვნა გამოიტანეს და ამიერიდან, ესტონეთში ჩატარებულ ტურნირებზე მსაჯთა განლაგებასა და ამინდის პირობების გათვალისწინებას მეტი ყურადღებით მოეკიდებიან.
მსაჯი სასროლ ტერიტორიაზე წესით იმ მომენტში უნდა ყოფილიყო, როდესაც მძლეოსნის ნატყორცნი შუბი მიწაზე დაეშვებოდა, მაგრამ 77 წლის აავიკი რატომღაც, აკრძალულ დროს აკრძალულ ადგილზე აღმოჩნდა. შუბი მან თავად ამოიღო ჭრილობიდან და მაშინაც კი ყოჩაღად გრძნობდა თავს, როცა საკაცით სასწრაფო დახმარების მანქანისკენ მიჰყავდათ.
მსაჯმა გონება საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაკარგა და სასწრაფოდ ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი კომიდან გამოყვანა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172408