ძიუდო

17:27 | 1.06.2014 | ნანახია 3283 - ჯერ

ესტერ სტამი ოქროს დებიუტს მიუახლოვდა

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ესტერ სტამს მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია ტურნირზე ოქროს მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნატურალიზებულმა ქართველმა ესპანურ ტატამზე სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე დამაჯერებლად მოიგო.

შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ესპანელი მარია დელმარ პარედესი ორ წუთში დასცა ბეჭებზე. იტალიელ ჯენიფერ პიზანტისაც ლამაზი სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე, შეხვედრის მე-4 წუთზე. არადა იქამდე მსაჯისგან იტალიელისთვის ნაჩუქარი იუკოთი აგებდა. ნახევარფინალში ფრანგ მარგო პინოს ვაზარ-იუკოთი გასცდა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი იტალიელ ჯულია კანტონის დაუპირისპირდება.

დღესვე ესპანურ ტატამზე საქართველოს კაცთა ნაკრების წევრები: გიორგი ნადირაძე (90 კგ), გურამ თუშიშვილი (100 კგ) და როსტომ ხახალეიშვილიც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამივე წინასწარ ეტაპზევე დამარცხდა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:58 | 01.06.2014
xxxxxxxxxxxxxxxxxxxx (1031)

ნეტავ იაფ სტამის რა არის?ისე ისიც კაი მუტრუკი ტრაკტორისტი იყო აი

12:09 | 02.06.2014
braziliano84 (1301)

შვილია იაფ სტამის...

17:57 | 01.06.2014
Qutaiso (19)

მოგო ფინალი გილოცავვთ

17:51 | 01.06.2014
mst (1810)

კარგია უკვე ქალთა ტურნირიც საინტერესო გახდა

17:50 | 01.06.2014
Irakli Aspanidze (492)

kai gogo chans. Watmatebebi.

0.123247