ძიუდო

18:15 | 7.05.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ესტერ სტამი ოფიციალურად გაქართველდა

 

ევროპის ჩემპიონმა ესტერ სტამმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტი, რომელიც შარშან ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, მომავალ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებს.

სტამმა საქართველოს ნაკრებში გამოსვლის სურვილი თავად გამოთქვა და მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ძიუდოს ფედერაციისგან თანხმობა მიიღო, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას მიმართა. იურიდიული ფორმალობები სწრაფადვე მოგვარდა და საკითხისთვის წერტილის დასმას ქართული პასპორტიღა აკლდა, რომელიც ჰოლანდიელ ძიუდოისტს რამდენიმე საათის წინ გადაეცა.

ესტერ სტამი 1987 წელს დაიბადა. 2011 წელს მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი გახდა. იქამდე კადეტთა შორის ორჯერ მოიპოვა ევროპირველობის ოქრო, ერთხელ კი 23-წლამდელებშიც ავიდა ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურზე. მსოფლიოს თასებზე მოპოვებული აქვს 3 ოქროს და 7 ბრინჯაოს მედალი.

  


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:17 | 19.10.2017
babuna18 (337)

კიდევ ერთხელ დაუწვეს ჩვენ სასახელო დინამოს,მიეცით თასი რაღას აწვალებთ სხვა გუნდებს,ტფუიიი

22:28 | 19.10.2017
kutaiseli7 (1475)

ტვინი რომ ჰქონოდა ტორპედოს ხელმძღვანელობას არც სიჭინავა (ჯარიმას ნებისმიერი პოზიციიდან პენალტივით ასრულებს) და არც შინდაგორიძე არ იყო გუნდიდან გასაშვები "ბებრების" გუნდი მომავალ წელს რას აპირებს ნეტავ პენსიონერებით რომაა სავსე და ერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი რომ არ ჰყავს გუნდში

22:07 | 19.10.2017
sabonis (9584)

ბიჭო ამ თოთაძისთვის იქნებ გამოიძებნოს ნაკრებში ადგილი, ჯარიმებს მაინც დაარტყამდა.

21:55 | 19.10.2017
airvika13 (657)

თოთაძეეე

21:06 | 19.10.2017
mushni (93569)

კარგიაა

20:24 | 19.10.2017
kutaiseli777 (43)

მადლობა ელიგას და თქვენ, თუარა ტორპედოს საიტს ჯერ ღრმად ძინავს. ტორპედოს გულშემატკივარი ვარ და იმიტომ ვწერ. რა ვიცი, ნორმალური საიტი ჰქონდა კლუბს, ახლა თითქმის პარალიზებულია. 3 საათის დამთავრებულია ფოთში თამაში და მატჩის ანგარიში ჯერ არ წერია. რაც აუცილებელია საიტისთვის, აღარ კეთდება. გაქრა ტექსტური რეპორტაჟები, სტატისტიკური მონაცემები არსადაა, ეროვნული ლიგის ბომბარდირების სია ძველისძველია, გუნდის თამაშების კალენდარიც კი არ არის. ტორპედოს რეგიონის ლიგის და ასაკის გუნდები ხო საერთოდ იგნორირებულია. არც კალენდრებია, არც ცხრილები, არც მიმოხილვა და სტატისტიკა. რუსულად და ინგლისურად იდებოდა მასალები საიტზე და ესეც მოიშალა. უბრალოდ სირცხვილია,. ტორპედოს არ ეკადრება.

21:34 | 19.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ეროვნული ჩემპიონატის გუნდების საიტები ყველა საშინელებაა დინამოს გარდა

19:06 | 19.10.2017
emigrat77 (1065)

ქარტული µჩµეპიონატის მცოდნეებო და ბალეშიკებო დგეს გორის დილა დინამოს რას ფიქრობტ რა დაჯდება დადება მიდა და რა დავდო ?

18:43 | 19.10.2017
rigeli (1147)

გაიხარეტ ბიჭებო ამ სიხარულისტვის რომელიც თქვენმა გამარჯვებამ მომცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067706
სარეკლამო ადგილი - 99
X x X