ჰოლანდიელი ძიუდოისტი ესტერ სტამი საქართველოს ნაკრების სახელით პირველ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად გამოდის. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნატურალიზებულმა ქართველმა მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია ტურნირზე ორი შეხვედრა ჩაატარა, ორივე მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
შეჯიბრებაში სტამი მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ესპანელი მარია დელმარ პარედესი ორ წუთში დასცა ბეჭებზე. იტალიელ ჯენიფერ პიზანტისაც ლამაზი სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე, შეხვედრის მე-4 წუთზე. იქამდე კი მსაჯისგან იტალიელისთვის ნაჩუქარი იუკოთი აგებდა.
ნახევარფინალში ესტერ სტამის მეტოქე ფრანგი მარგო პინო იქნება.
დღესვე ესპანურ ტატამზე საქართველოს კაცთა ნაკრების წევრები: გიორგი ნადირაძე (90 კგ), გურამ თუშიშვილი (100 კგ) და როსტომ ხახალეიშვილიც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამივე წინასწარ ეტაპზევე დამარცხდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი და ამას გაუბედე შენი ადგილი კუხნაშია და იქ იტრიალეო


მოიგო უკვე იპონი შემოჭვა
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg')>0?'https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg':'https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg'))
ლინკი არ არის?
რა ხვადაგი ვინმე ყოფილა ეს სტამი?
დადეტ რა ლინკი დზმურატ
ფარგიც დაუგდია სტამს და ფინალშია
ასე რაა. პირველად ვნახე ქალს გაემართლებინოს ჩვენთვის!
როდისაა ნეტა სტამის სხვატკა?