UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თურქული კლუბები “ესქიშეჰირსფორი” და “სივასფორი” ევროპის ლიგის 2014-15 წლების გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
“ესქიშეჰირსფორმა” ევროპის ლიგის საგზური თურქეთის თასის ფინალში გასვლით მოიპოვა, ხოლო “სივასფორმა” ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა. ორივე მათგანს გარჯა წყალში მას შემდეგ ჩაეყარა, რაც გაირკვა, რომ UEFA-მ ისინი ევროტურნირებიდან მოკვეთა. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს კლუბები გარიგებულ მატჩებში პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობაში არიან მხილებულნი.
კლუბებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 10-დღიანი ვადა აქვთ.
ევროპის ლიგაზე “ესქიშეჰირსფორისა” და “სივასფორის” ადგილს მე-7 და მე-8 ადგილებზე გასული “” და “ბურსასფორი” დაიკავებენ. მე-6 ადგილზე გავიდა შოთა არველაძის “ქასიმფაშა”, მაგრამ ამ კლუბმა UEFA-ს ლიცენზია ვერ მოიპოვა და შესაბამისად, ევროტურნირს მიღმა დარჩა.