სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:23 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანურმა პრესამ პუიოლი პენსიაზე გაუშვა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ პუიოლი “ბარსას” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებდა და სხვა კლუბს მიაშურებდა. 36 წლის ფეხბურთელი ამის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ მას უმაღლეს დონეზე თამაში არ შეუძლია. ბოლო ინფორმაციით, ჯანმრთელობა მას კარიერის სხვა გუნდში გაგრძელების საშუალებასაც აღარ აძლევს.

ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ლუის ენრიკე ჩაიბარებს, რომელსაც თანაშემწედ კარლეს პუიოლის ხილვა სურს. შესაძლოა, ვეტერანი უკანახაზელის მიერ კარიერის დასრულება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.12191