ფეხბურთი

13:47 | 9.10.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ესპანური წყარო: "ბარსელონას" ძიუბა აინტერესებს

23 წლის რუსმა ფორვარდმა არტიომ ძიუბამ, "ბარსელონა" დააინტერესა. ამის შესახებ, ესპანური საიტები იტყობინებიან. "ბარსა" ზამთარში ცენტრფორვარდის შეძენას გეგმავს და "როსტოვის" თავდამსხმელს ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილავს.

ძიუბა რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაში ბომბარდირთა დავაში ლიდერობს 10 გოლით. ის გახლავთ ჯანო ანანიძის თანაგუნდელი და მეგობარი. ანანიძე-ძიუბას დუეტი გასულ ტურში მძლავრად მოქმედებდა: ძიუბამ ორივე გოლი ქართველის პასით გაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.066159