ფეხბურთი

23:25 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური პრესა: ხამესი მადრიდშია

   კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მონაკოს" შემტევი ხამეს როდრიგესი ესპანეთის დედაქალაქის აეროპორტში შენიშნეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისეთი პოპულარული ესპანური გამოცემები ადასტურებენ, როგორიცაა: Marca  და Mundodeportivo.

ხამეს როდრიგესი მადრიდში თავის ცოლთან, დანიელა ოსპინასთან ერთად ჩაფრინდა და ფოტოებიც გადაიღო. არსებულმა ინფორმაციამ, კოლუმბიელის "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით ჭორები კიდევ უფრო გაზარდა. მადრიდში ჩასვლამდე გახდა ცნობილი, რომ ხამესი "მონაკოს" ამერიკულ ტურნეში არ გაყვებოდა და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ უახლოეს პერიოდში კოლუმბიელი ფეხბურთელი სამეფო კლუბთან გააფორმებს ხელშეკრულებას.

მადრიდის მაღაზიებში გასაყიდად უკვე გამოჩნდა ხამეს როდრიგესის 10-ნომრიანი მაისური. აქვე აღვნიშნოთ, რომ მე-10 ნომრით "რეალში" ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიაც არიან: პუშკაში, ლაუდრუპი და ფიგუ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ მადრიდული გრანდი კოლუმბიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო თავად ფეხბურთელს წელიწადში ხელფასის სახით 7 მილიონი ევრო ექნება.

გიორგი ბალახაძე

0.118893