ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი მშობლიურ კლუბს დაემშვიდობება და ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდება. El Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელი ინგლისურ კლუბებთან უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
რამდენადაც ცნობილია, ფაბრეგასის ხილვით “ლივერპული”, “მანჩესტერი”, “არსენალი” და “სიტი” არიან დაინტერესებულნი. ესპანური მედიის ინფორმაციით, შუახაზელს ერთ-ერთ ინგლისურ კლუბთან წინასწარი შეთანხმებისთვის უკვე მიღწეული აქვს. საგულისხმოა, რომ სესკს ნისლიან ალბიონზე დაბრუნებისკენ მისი ოჯახიც მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” ფაბრეგასში 40 მილიონ ევროს ითხოვს.