ფეხბურთი

17:06 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ესპანიოლში” აგირე გონსალესმა შეცვალა

“ესპანიოლს” მთავარი მწვრთნელად კლუბის ხელმძღვანელობამ სერხიო გონსალესი დანიშნა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იუწყება.

გონსალესმა, რომელიც აქამდე “ესპანიოლის” მეორე გუნდს წვრთნიდა, ხავიერ აგირე შეცვალა. კატალონელებს აგირეს გაშვება არ სურდათ, მაგრამ მექსიკელმა სპეციალისტმა კლუბი თავად დატოვა.

“ვიცი, რომ კლუბს ჩემთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება სურდა, მაგრამ მე ვიუარე. მთავარ მწვრთნელად 18 თვე ვმუშაობდი და ამ ხნის განმავლობაში გუნდზე მხოლო 750000 ევრო დაიხარჯა” – თქვა აგირემ.

0.112805