ფეხბურთი

4:33 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში კვლავ ორხელისუფლიანობაა

ბევრი ელოდა, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–19 ტურში სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერის ვინაობა ცნობილი გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მადრიდის „ატლეტიკო“ და კატალონიის „ბარსელონა“ უგოლოდ გაიყარნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ კვლავაც თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ.

დიეგო სიმეონეს გუნდმა კატალონიელებს „ვისენტე კალდერონზე“ უმასპინძლა და მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. სტუმრები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ხეირიანი საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. თავის მხრივ, არც „ატლეტიკო“ გამოირჩეოდა მწვავე იერიშებით და საბოლოოდ, მატჩში ლოგიკური ფრე დაფიქსირდა – 0:0.

გოლების წვიმა იყო ბასკეთში, სადაც ადგილობრივი „ბილბაო“ „ალმერიას“ დაუხვდა. 30–ე წუთისთვის, მასპინძლები უკვე 3–ბურთიანი უპირატესობით იგებდნენ და 3 ქულის ბედიც გადაწყვეტილი იყო. ტაიმის დასრულებამდე, ალმერიელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მეორე ტაიმში, ბილბაოელთაგან კიდევ 3 ბურთი მიიღეს და 6:1 დამარცხდნენ.

მეტ–ნაკლებად სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ვიგოში, სადაც „ვალენსია“ ადგილობრივ „სელტასთან“ დამარცხდა. „ღამურებისთვის“ მატჩი ჩინებულად დაიწყო – 23–ე წუთზე, სოფიან ფეგულის ჩაწოდების შემდეგ, დანიელ პარეხომ ზუსტი თავური შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

შესვენებიდან დაბრუნებულმა ვიგოელებმა მალევე შეცვალეს თამაშის მიმდინარეობა და შარლესის დუბლის წყალობით, 2:1 იმარჯვეს.

დღე „ელჩესა“ და „სევილიას“ დაპირისპირებით დასრულდა. მატჩის მთავარი მოვლენები დასკვნით 10 წუთში განვითარდა. 82–ე წუთზე, კრისტიან ერერამ თავური დარტყმით „ელჩე“ წინ გაიყვანა, მაგრამ მასპინძელთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, შეტევაში გადასულმა სევილიელებმა წონასწორობა აღადგინეს – პორტუგალიელმა დანიელ კარიზუმ თავური დატყმით შეუცვალა ბურთს მიმართულება და ტაბლოზე 1:1 დააფიქსირა.

 

ბილბაო. „სან მამეს ბარია“. 22500

ბილბაო – ალმერია 6:1 (3:1) 

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან–ხოსე, ბალენსიაგა, ლაპორტი, სუსაეტა (გომესი 50), იტურასპე, რიკო, ერერა, ადურისი (სოლა 75), მუნიაინი (დე მარკოსი 61).

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, ტორსილერი, რაფიტა, ტრუხილიო, სორიანო (ზონგო 55), ვერსა, აზიზი, ვიდალი (სუსო 67), ბარბოსა, დიასი (ტებარი 54).

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

გოლი: 1:0 რიკო (6), 2:0 ერერა (11), 3:0 ლაპორტი (30), 3:1 ბარბოსა (34), 4:1 ადურისი (52), 5:1 გომესი (68), გომესი (87პ.)

გაფრთხილება: სან–ხოსე (34), რიკო (83) – ტორსილერი (36)

კარში დარტყმა: 15 (7) – 9 (2) ჯარიმა: 13 - 10 კუთხური: 8 - 6 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 1 – 1

 

ვიგო. „ბალაიდოსი“. 18500

სელტა – ვალენსია 2:1 (0:1)

სელტა: იოელი, კაბრალი, მალიო, ფონტასი, ხონი, ოუბინია, ფერნანდესი (ნოლიტო 72), ორელიანა, ლოპესი (კრონ–დელი 71), რაფინია, შარლესი (მინა 80).

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ვალენსია: ალვესი, კოშტა (ბერნატი 77), მატიე (რუისი 38), პერეირა, გუარდადო, ფეგული, პარეხო (ფუეგო 63), რომეუ, კანალესი, ჟონასი, პიატი.

მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი

გოლი: 0:1 პარეხო (23), 1:1 შარლესი (50), 2:1 შარლესი (78)

გაფრთხილება: გუარდადო (44), პერეირა (58)

კარში დარტყმა: 21 (8) – 11 (2) ჯარიმა: 7 - 14 კუთხური: 4 - 2 თამაშგარე: 0 - 0 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 1 – 6

 

მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 55000

ატლეტიკო – ბარსელონა 0:0

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, ტიაგუ (როდრიგესი 83), გაბი, თურანი, კოკე, ვილია (გარსია 77), კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პიკე, ჟორდი ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი, ინიესტა (მესი 46), ჩავი, ბუსკეტსი, სანჩესი (ნეიმარი 67), პედრო (სერხი რობერტო 82).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

გაფრთხილება: გაბი (44), გოდინი (46) – ჟორდი ალბა (58), მასკერანო (72), ალვესი (83)

კარში დარტყმა: 6 (2) – 9 (2) ჯარიმა: 17 - 9 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 31% - 69% სეივი: 2 – 2

 

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 20000

ელჩე – სევილია 1:1 (0:0)

ელჩე: ტონიო, ლომბანი, სუარესი, ალბაკარი, პელეგრინი, ნიხესი (ჩავესი 70), მარკესი, პერესი, ხილი (ერერა 79), კორომინასი, ბოაკიე (რივერა 85).

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

სევილია: ბეტუ, ნავარო, ფასიო, კარიზუ, კოკე, მბია (პარეხა 71), რაკიტიჩი, იბორა (გამეირო 66), მაჩინა, რეიესი, ბაკა (მარინი 81).

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლი: 1:0 ერერა (82), 1:1 კარიზუ (89)

გაფრთხილება: პელეგრინი (39), ჰილი (54) – იბორა (36), კარისუ (40), რეიესი (85)

კარში დარტყმა: 10 (3) – 10 (3) ჯარიმა: 7 - 23 კუთხური: 8 - 5 თამაშგარე: 1 - 7 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 2

0.160682