ფეხბურთი

0:31 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთს ვილია გამოაკლდა და მიჩუ დაემატა

ბელარუსთან და საქართველოსთან გასამართი მატჩების წინ, ესპანეთის ნაკრებში კიდევ ერთი ცვლილებაა. ტრავმირებული ვილიას ნაცვლად, “ფურია როხაში” კიდევ ერთ ასტურიელს, მიჩუს უხმეს, რომელსაც ეროვნულ გუნდში ჯერ არ უთამაშია.

ვილიამ ტრავმა “სელტასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. მარცხენა მუხლის დაზიანების გამო, ის ეროვნულ გუნდს გამოაკლდა. იმის გათვალისწინებით, რომ ვისენტე დელ ბოსკეს განკარგულებაში მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდი, ალვარო ნეგრედო დარჩა, ესპანელ სპეციალსიტს ვილიას შემცვლელის გამოძახება მოუხდა და ეს ბედნიერება წილად “სუონსის” 27 წლის თავდამსხმელს ხვდა, რომელიც ეროვნულ გუნდში თავისი სადებიუტო მატჩის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, ესპანეთს რაულ ალბიოლი გამოაკლდა, რომელიც ინიგო მარტინესმა ჩაანაცვლა.

ესპანელები 11 ოქტომბერს ბელარუსს, ხოლო 15 ოქტომბერს საქართველოს უმასპინძლებენ.

0.106218