ფეხბურთი

11:50 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთს ისკო გამოაკლდა

 

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ნახევარმცველი ისკო გამოაკლდა. AS-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა კოჭის დაზიანება “ფურია როხას” ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და საწვრთნელი პროცესი ნაადრევად დაასრულა.

უახლოეს პერიოდში, ისკოს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მისი დაბრუნების ვადები გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ესპანელი თავის ნაკრებს ფინეთთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ვერ დაეხმარება.

არაა გამორიცხული, ისკომ ესპანეთის ნაკრების მაისური ჩილესთან ამხანაგურ დაპირისპირებაში მოირგოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106803