კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი გამოჯანმრთელდა და შესაძლოა, მან საფრანგეთთან გასამართ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.
ბოლო დროს, ჩავის ტრავმები ხშირად აწუხებს. უკანასკნელი დაზიანების გამო, მან “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ბოლო თამაშები გამოტოვა. თუ კატალონიურმა კლუბმა 33 წლის შუახაზელის გარეშეც იმარჯვა, ესპანეთმა ფინეთთან ქულები სენსაციურად გაიყო და თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო.
Associated Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩავიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეტერან ნახევარმცველს, 26 მარტს, საფრანგეთთან გასამართ მატჩში, მოედანზე უნდა ველოდოთ.