ფეხბურთი

0:56 | 16.10.2013 | ნანახია 5946 - ჯერ

ესპანეთმა დაგვინდო და ორი გოლი გვაკმარა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ბელარუსთან გამარჯვებით გახსნა და როგორ შემდგომში გაირკვა, ეს თემურ ქეცბაიას გუნდის ერთადერთი მოგება აღმოჩნდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ბოლო შეხვედრა ალბასეტეში სტადიონ “კარლოს ბელმონტეზე” მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ჩაატარეს და 0:2 დამარცხდნენ.

პირველ ტაიმში თავის გამოჩენა ალვარო ნეგრედომ მოახერხა, მეორეში კი თავი შეცვლაზე შესულმა ხუან მატამ გამოიჩინა. შედეგად, ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა ბრაზილიაში დაგეგმილი ტურნირის საგზური მოიპოვეს, მეორე ადგილზე გასულ საფრანგეთს კი, რომელმაც ფინეთს 3:0 სძლია, ფლეი ოფში თამაში მოუწევს.

ქართველთა გასულ მატჩზე კი სასაუბრო ბევრიც არაფერია. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ. საქართველოს ნაკრებში ხომ მაღალი დონის მოთამაშეები არც ის ბევრია და მას შემდეგ, რაც გუნდს სხვადასხვა მიზეზთა გამო არაერთი წამყვანი ფეხბურთელი (კანკავა, თარგამაძე, ამისულაშვილი, გრიგალავა, ოქრიაშვილი, ანანიძე) დააკლდა, წარმატებაზე ფიქრი ძალიან ძნელი გახლდათ.

ქეცბაიას შეგირდებმა 90 წუთი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში გაატარეს და ალბათ, წარმატებულ შედეგად იმას თუ ჩათვლიდნენ, რომ სახელოვან მეტოქესთან დიდი ანგარიშით არ დამარცხნენ.

საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელებმა შესარჩევ ციკლში 8 მატჩში 5 ქულა მოაგროვეს და ნუგეშად ის თუ დარჩებათ, რომ I ჯგუფში ბელარუსს აჯობეს და ბოლო ადგილს თავი აარიდეს... 

 

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. “კარლოს ბელმონტე”. ალბასეტე (ესპანეთი).

ესპანეთი – საქართველო 2:0 (1:0)

ესპანეთი: კასილასი (კაპ.), ხუანფრანი, პიკე, რამოსი, მორენო, ხავი (კოკე, 66), ბუსკეტსი, ინიესტა (ისკო, 82), ნავასი, ნეგრედო, პედრო (მატა, 58).

მწვრთნელი: დელ ბოსკე.

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, ხიდეშელი, კაშია (კაპ.), კვირკველია, ხუბუტია, ე.გრიგალაშვილი (ხმალაძე, 75), ძარია, კობახიძე, შ.გრიგალაშვილი (ებრალიძე, 69), გელაშვილი (მოდებაძე, 87).

მწვრთნელი: ქეცბაია.

გოლები: ნეგრედო (26), მატა (61).

გაფრთხილება: ხუბუტია (55).

მსაჯი: მაიერი (გერმანია).

 

საბოლოო მდგომაერობა

1. ესპანეთი 8 6 2 0 14:3 20

2. საფრანგეთი 8 5 2 1 15:6 17

3. ფინეთი 8 2 3 3 5:9 9

4. საქართველო 8 1 2 5 3:10 5

5. ბელარუსი 8 1 1 6 7:16 4


კომენტარები (73)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:33 | 16.10.2013
tengo. (65)

მწვრთნელი რა შუაშია ვინ უდნა მოვიდეს სხვაა?კუპერი იყო მოსული იმან ვერაფერი გვიშველა და ქეცბაია რას იზავს?იყოს რას გიშლით ხელს მაინც ვერავინ გვიშველის მოურინიოც რო ჩაუდგეს ნაკრებს სათავეში მისახედია ფეხბურთი ი ვსო ჯერ ქვეყნის განვითარებაა საჭირო რო ფეხბურთს მიხედონ ფედერაცია ძალიან სუსტი გვყვავს! არავის ბრალი არაა, უბრალოდა ასე უნდა ვიყოთ სანამ ქვეყანა განვითარდება ცხოვრების დონით DD

15:57 | 16.10.2013
лаша (899)

მე ლიჩნად ქეცბაიას წასვლის მომხრე იმ შემთხვევაში ვარ თუ ნაკრებს ჩაიარებს ისეთი მწვრთნელი რომელსაც სანაკრებო დონეზე რაღაც წარმატებისთვის მიუღწევია მაინც. აბა ქეცბაია წავიდეს და გეგუჩაძე ან არველაძე მოვიდეს აზრი არის ნოლიიიიი. იმასაც დავუწყებთ ლანძღვას და გინებას

14:53 | 16.10.2013
tengoroma (4673)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/photo.php?fbid=559076474161701&set=a.515122765223739.1073741826.100001780608252&type=1&theater;')>0?'https://www.facebook.com/photo.php?fbid=559076474161701&set=a.515122765223739.1073741826.100001780608252&type=1&theater;':'https://www.facebook.com/photo.php?fbid=559076474161701&set=a.515122765223739.1073741826.100001780608252&type=1&theater;'))
ნახეთ რააააა

14:45 | 16.10.2013
LU 001 KA (1043)

მაგარი დამპალი ჟUრნალისტები არიან საქართველოში და კომენტატორები არცერთ ქვეყანაში არ ლანძღავენ თავის ნაკრებს ეგრე როგორც აქ

15:23 | 16.10.2013
ReNნee (9225)

ყველგან ლანძღავენ თუ ეკუთვნით )

17:03 | 16.10.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

რაოო ? არ ლანძღავენოო ? აბა ბელგიური ერანგული ჰოლანდიური გაზეთები ნახე რა დღეში ყავთ თავისი გუნდები ! D ან აქ უკრაინაში გუნდი პლეი ოფში გავიდა და მაინც ლამის მიწაში დებენ ჟურნალისტები ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ყოველ დღე ! D

14:44 | 16.10.2013
bejo77 (57)

ფეხბურთელებმა მთელი თამაში იბრძოლეს რომ გოლი არ გაგვეშვა და თურმე ესპანელებმა დაგვინდეს. ####### აზროვნება.

14:44 | 16.10.2013
LU 001 KA (1043)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

14:43 | 16.10.2013
bejo77 (57)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

14:39 | 16.10.2013
LU 001 KA (1043)

საფრანგეთთან 0-0 რა მალე დაავიწყდა სასტავსუმადურებოოოოოოოოოო

14:39 | 16.10.2013
LU 001 KA (1043)

სხვა მწრვთნელი რო გვყოლოდა 6-0 წავაგებდით!!ქეცაიამ იცის რას აკეთებს ტემურ არ გაბედო და არ წახვიდე ნუ უსმენ ამ უმადურ ხალხს ქართველები ეგრე ვართ სულ ტავიდან ვაღმერთებთ მერე ვაგინებთ!!!!საქართველომ უნდა იტამაშოს დაცვითი ფეხბვურთიიიი სხვაგვარად ყველა თამაშს წავაგებთ იმიტო რო ფეხბურთელები არ ვარგიან...სომხებს უკეთესები ყავთ ბევრად!აი გუშნდელ თამაშს რაც შეეხება...რო ყოფილიყვნენ კანკავა ოქრიაშვილი თარგამაძე ამისულაშვილი გრიგალავა ანანიძე დარწმუნებული ვარ გოლს არ გავუშვებდით ნუ ჩვენ გავიტანდით უეჩველი 1-1 ან 0-0 მორჩებოდა მეკამათეთ რამდენიც გინდათ...გუშინ რო იყო მაგ შემადგენლობით ესპანეთთან 2-0 წააგეს და 3 რეალური საგოლე მომენტი გვქონდა მე ვამაყობ!

14:46 | 16.10.2013
bejo77 (57)

ყველაზე უმადური ერი ვართ მსოფლიოში და სიმართლე გითხრა გამიხარდება ქეცბაია რომ წავიდეს. არ ვიმსახურებთ ჩვენ მასეთ მწვრთნელს

14:48 | 16.10.2013
LU 001 KA (1043)

ჯიგარი ხარ გეთანხმები!!!

14:12 | 16.10.2013
Freekick (817)

სირცხვილია. გასაგდებია გუნდის 95% მწვრთნელის თამადობით. მოაშორეთ ქეცბაია, რომელიც ტაქტიკის გაგებაში არ არის!!! ესპანეთთან კაი, მარა ფინეთთან 2 საყრდენი ვის რა ჩემ ფეხად უნდა?!!!!!!!! ნაკრების ღირსი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელია ამჟამად: ლორია, რევიშვილი, კაშია, გრიგალაშვილი გუჯა, დვალიშვილი. აუცილებლად არიან გამოსაძახებელნი 21 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, დარწმუნებული ვარ რომ აჯობებენ ნაკრების ფეხბურთელებს, სხვა თუ არაფერში ფანტზიაში მაინც და ბრძოლისუნარიანობაში! აუცილებლად უნდა იყოს ნაკრებში სულ : ყაზაიშვილი, ჭანტურია, მერებაშვილი, ილურიძე, ყენია, ვაწაძე, ანანიძე, კანკავა, არაბული, ზარანდია და რავი და კიდევ სხვა ახალგაზრდები. გასაყრელები არიან ეს მუდოები, უფრო ხოშიანად ითამაშებენ ეს ჩვენი ახალგაზრდები!! მთავარია მწვრთნელი გაგდონ და მოვიშოროთ ეს უფანტაზიო და მცირე ანგარიშით წაგებით მუდამ კმაყოფილი ხოტორა!

14:02 | 16.10.2013
boka-80 (499)

სომხები ვერასდროს ვერ გვაჯობებენ ფეხბურთში და ვერც აზერბაიჯანელები.ფეხბურთს ნიჭი უნდა და ეგ ნიჭი მაგათ არ ააქვთ(ერთი მხიტარიანის გარდა).მომავალ შესარცევში კაი გუნდი გვეყოლება დამიჯერეთ.

14:40 | 16.10.2013
LU 001 KA (1043)

მოვსისიანი ოზბილიზი დაამატე მხიტარიანს...მოვსისიანის ნაირი ფორვარდი საქართველო არ ყავს

13:18 | 16.10.2013
shebe (2082)

ბოლო ორ შესარჩევს თუ გადავხედავთ უხერხულიც კია იმის თქმა რითი გვჯობია სომხებიო

13:07 | 16.10.2013
temuri100 (2235)

ვინ გაამართლებს და როდის,ასეთიც არ ჩანს რაღაც პერსპექტივაში....

13:05 | 16.10.2013
temuri100 (2235)

გინდა ასე თქვით გინდა ისე,გინდა ასე შეაქეთ გინდა ისე,გინდა ასე აგინეთ გინდა ისე,ერთი ფაქტი სახეზეა:ქეცბაიამ ვერ გაამართლა გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ ა რ თ ა იმედები !!

12:50 | 16.10.2013
tomuri (1422)

კი მაგრამ სომხეთმა და ყველა პსოტ საბჭოტა ქვეყანამ რომ გაგვისწრეს ფეხბურთის განვიტარებით, ისეთმა ქვეყნებმაც კი ათი ტავით მაღლა რომ ვიდექით, რატომ არ ინტერესდებით ხალხო რატომ გაგვისწრეს და მიეზეზი რაა? ქეცბაიაა აქაც მიზეზი იმათ რომ ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ? იმიტომ გაგვუისწრსე ფეხბურთის განვიტარებით რომ ბავშვთა ფეხბურთი მთლიანად უფასო მაგ ქვეყნებშიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი! და სანამ საქართველოში ბავშვთა ფეხბურთი მთლიანად იფასო არ გახდება არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთთთთთთთთთთთთს!

14:42 | 16.10.2013
LU 001 KA (1043)

მოლოდვა აზერბაიჯანი ბელორუსი...ამათმა ითი გაგვასწრეს თუ ძმა ხარ???ადვილი ჯგუფი ქონდათ შედარებით და იმიტო აიღეს მეტი ქულები...არ გადაგვაყოლეს ამ აზერების ნიჩია რუსებთან))ჩვენ ფრანგებს ვეთამაშეთ ნიჩია ეგრე

13:09 | 16.10.2013
temuri100 (2235)

სომხებს დიასპორა ყავთ ისეთი,ფინალურზეც რომ გავიდნენ არაა გასაკვირი!(იყიდიან ყველას და ყველაფერს!) მაშინ,როდესაც ჩვენ,ჩვენი ფედერაციის იმედითაც არა ვართ......

12:38 | 16.10.2013
Kala94 (6114)

ისევ მომავლის იმედად ..........

12:28 | 16.10.2013
shebe (2082)

ჩვენ ხო გადუარეთ მალტასDDDD

12:27 | 16.10.2013
shebe (2082)

boka-80 რას ქვია ძმა სომხებმა რაში გვაჯობა შენ ხუმრობ? გასვლა მოუგო ჩეხებს დანია იტალიას ფრე გაიხსენე აბა ნორმალურ გუნდთან გასვლაზე მოგებული გვაქ? მარტო მალტით რო საზგვრავ ან წინაზე ფლეი ოფში არ იყოს. ჩვენ რო გვქონდეს ეგ სედეგი არ დავეტეოდით დედამიწაზე. სომხებს რო ჩევნზე ძლიერი გუნდი ყავს ამას მტკიცება უნდა ეხა იტყვიან 2 1 ხო მოუგეთოDDD ეგ იყო ამხანაგუი ჯერ ერთი და კიდე რითი გვაჯობა იცით სანსი ქონდა გასვლის ბოლო ტურამდე აბა გადახედე საქართველოს ნაკრებს არასოდეს ქონია გასვლის სანსი ბოლო ტურამდე კი არა 4 ტურის მერე ცოტა რეალურები იყავიტ რა სომხებმა რაც გააკეტა ამ ჯგიფში გმირობაა. სამწუხაროდ დღეს ჩვენზე ძლიერი გუნდია და ეს უნდა ვაღიაროთ

11:40 | 16.10.2013
kluivert-9 (671)

ისლანდიელები და სომხები რო ფეხბურთში გვაჯობებენ, სამარცხვინოა! საინტერესოა რა შედეგი უნდა დადოს ქეცბაიას გუნდმა რო ქეცბაიამ გადადგეს ან გადააყენონ???

12:08 | 16.10.2013
boka-80 (499)

რაში გავეჯობა სომხებმა? მალტასთა სახში რო აქვთ წაგებული?

11:33 | 16.10.2013
mgalo (2447)

ხომ ვამბობდი 2 გოლზე მეტს არ გაგვიტანენთქო?
ისე მართლა შეგნებული ხალხი ყოფილან ეს ესპანელები.

11:27 | 16.10.2013
boka-80 (499)

რატო უყურებთ ყველაფერს უარყოფითად, გუშინ ქეცბაიას რომ შემტევი ფეხბურთი ეთამაშა, 10:0 გარანტირებული გვექნებოდა.წაგება რათქმაუნდა ცუდად მოქმედებს მაგრამ გუნდში იგრძნობა ბღძოლის უნარიანობა,მე მგონია რომ მომავალ შესარჩევში კაი გუნდი გვეყოლება.

11:20 | 16.10.2013
temooo82 (1953)

ჩვენი საშველი არაა კაი ხანი.........

11:17 | 16.10.2013
shebe (2082)

მოთმინების ფიალა აივსო როცა ფინეთან ტამაშის მერე დაგვცინა ქეცბაიამ და აჩი არველაძემ ეს იყო ცინიზმი მაშინ როცა ფინეთმა ყველაფერში გვაჯობა და დაგვახია ბურთი თავზე არველაძემ ცოდვის კიტხვა იყოო რო წავაგეთო ისე თქვა ჩვენ არ გვეყურებინა თამაშზე და მისი მოყოლილის იმედათ ვიყავით

10:43 | 16.10.2013
alejandro (44439)

აქ იმდენი დაიწერა რომ მეც აღარაფერს დავამატებ.
ერთში კი დარწმუნებული ვარ,ქეცბაია სანამ მწვრთნელი იქნება ნაკრები სულ ასეთ ანტი ქართულ ფეხბურთს ითამაშებს!...

10:28 | 16.10.2013
pingvina92 (2216)

ალბანეთს შანსი ბოლომდე ჰქონდა

10:22 | 16.10.2013
pingvina92 (2216)

დარჩება თუ არა ქეცბაია მაინც იგივე გაგრძელდება,ვინც უნდა მოვიდეს არსებული სურათი არ შეიცვლება.შეხედეთ სომხეთს,მიხტარიანს რო თავი გავანებოთ ყავთ კარგი ფეღბურთელები რომლებიც სწორად თამაშობენ,ალბანეთი,

10:16 | 16.10.2013
pingvina92 (2216)

კუპერის ნაკრები ბრუნდებააა?

10:09 | 16.10.2013
Cerber (471)

თქვენ მართლა მოწყვეტილები ხართ.Yველანაირ რეალობას? რას ელოდით ესპანეთთან? Mოგებას? ფრეეს? ან თაავდასხმაში ვიქნებოდით? დედა ბიჭო გადავირევი,რა ტოტალური გამოთაყვანება სჭირს ხალხს...სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

10:19 | 16.10.2013
mst (1810)

შენ მარტო ესპანეთთან თამაშს უყურე? სხვა რომელი თამაშსი მოგეწონა ფინეთთან თუ ყაზახეთთან? შენ უფრო ხომ არა ხარ გამოთაყვანებული?

10:05 | 16.10.2013
Mr_gr (1404)

ქეცბაია დაღუპავ თაიბას მთლად, რა არის ეს რა !

10:01 | 16.10.2013
italiafun-juventino (12319)

კიდევ ერთი იმედგაცრუებაა ( ეს 11 კაცით დაცვაში დგომა რაღა უბედურებაა ბერ გავიგე მაინც

09:57 | 16.10.2013
kipiani (570)

რასაც ესენი თამაშობენ ფეხბურთი არ არის

09:47 | 16.10.2013
merkvila (1171)

ფინეთთან იყო მოსაგები ექვსქულიანი თამაში, სხვა ასე თუ ისე ლოგიკურია

09:45 | 16.10.2013
merkvila (1171)

ესპანეთთან შვიდმა საქართველოს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელმა ითამაშა. ფეხბურთის წარმატების საფუძველი ისევ და ისევ ჩვენი ჩემპიონატია. სტადიონებზე აუცილებლად უნდა ვიაროთ, ქართულ კლუბებს მხარში უნდა დავუდგეთ, 18-19-20-21 წლის ბიჭები სწორი მიმართულებით უნდა განვითარდნენ, რავი მისახედია ბევრი დეტალი

09:44 | 16.10.2013
LIONEL MESSI (1786)

მე ამათი ნერვები აღარმაქ და დილაადრიან მაგარ მთვრალზე ანგარიშს ვნახულობ ხოლმე 2-0 არ გამტყდომია საერთოდ ამათი იმედი ვისაცაგაქვთ ღმერთმა მსოფლიოზე განახოთ მათი თავი

09:40 | 16.10.2013
mst (1810)

სომხებივით ჩალიჩის თავი მაინც ქონდეთ ამ ბოთეებს არ შევრცხვებით მაინც

07:59 | 16.10.2013
MARGVELI (1791)

სასწრაფოდ უნდა ჩაერისო სპორტის სამინისტრო, ხელისუფლება და მოგვაშოროს ეს ბანდა.
სიჭინავა, არველაძე, ქეცბაიას ტრიო, ეს მოუსორებელი ჭირი.
ეწგენი თავის ნებით არსად წამსვლელები არ არიან, ყოვლედღე რომ დედა აგინო მაინც არ წავლენ

06:20 | 16.10.2013
playmaker (4749)

მოკლედ მე ამ შესარჩევს მიუხედავად საფრანგეთთან ნათამაშები ფრისა (რასაც ალბათ დიდხანს დაგვაყვედრიან ) ფიასკოდ ვთვლი. თითქოს უნდა გამოგვეყენებინა ახლი გუნდის შესაქმნელად რომელსაც იქნებ წარმატებისთვის ახალ შესარჩევში უნდა მიეღწია. არ მაქვს პრეტენზია იმაზე რომ ვერ გავედით მე-3-ზე, არც იმაზე რომ დღეს წავაგეთ ესპანეთთან, თქვენ წარმოიდგინეთ ფინეთთან სახლში წაგებაზეც არა მაქვს პრეტენზია.. ეს ციკლი უჩვენოდ ჩაივლიდა ცხადი იყო, მაგრამ ეს დედა აფეთქებული როცა მწვრთნელი ხარ და ასეთი შანსი გეძლევა რომ წნეხი თითქმის ნულს უტოლდება, როცა გასვლას არავინ გთხოვს, როცა შენ თვითონ იძახი რომ მომდევნო ციკლისათვის თამაშობ.. მაშინ მოდი რა მე და ჩემნაირებს იმდენი მაინც მოახერხე და დაგვანახე რომ ახალ გუნდს აკეთებ და შეეშვი ამ ხიზანაზე აწყობილ დაცვას რომელიც უკვე გაგვერღვა, რომ ვერ ვუტევთ ჩვენი უკლასობით იმას დაემატა რომ აღარ ვუტევთ თქვენი ტაქტიკის გადამკიდე. ადრე დაცვა მაინც გამოგვდიოდა ეხლა ისიც ისე რაა... და მთავარი: თუ მომდევნო შესარჩევისათვის ვემზადებოდით გუნდი უნდა შეკრულიყო, სათამაშო ხელწერა უნდა ჩამოყალიბებულიყო, უნდა გაგეთვალისწინებინათ რომ ამ შესარჩევის მერე წინა ხაზი უკეთესი გეყოლებოდათ ვიდრე უკანა ხაზი (შეხედეთ ახალგაზრდულ ნაკრებებს).. კობიზე თქვენი განმარტება მოვისმინეთ, გავიგეთ კიდევაც უმეტესობამ, მაგრამ თუ ეგ არის ლოგიკა რა უნდა მაშინ ნაკრებში კვირკველიას, ან ხიზანას, ან ხმალაძე საერთოდ რა შუში იყო??? მოკლედ ჩემზე პირადად არანაირად არ დატოვა ამ ციკლმა ოდნავი მიმსგავსებული აზრიც კი იმისა რომ ჩვენ რაღაცისათვის ვემზადებით. იყო გაუთავებელი პრაგმატული გათვლა რომ რამენაირად არ წავაგოთ მეტი არაფერი მინახავს.ანუ არ წაგება იმის გამო კი არა რომ ასე ვაპირებთ მომდევნო ციკლის მოგებას, უბრალოდ იმის გამო რომ არ წავაგოთ და სამწვრთნელო შტაბს აქტივში ჩაეთვალოს.. ვცდები შეიძლება, მაგრამ ახლა სხვა არაფერი არ მადგას ენაზე. კობი ბებერია ხიზანა და კვირკველია ეტყობა მომდევნო ციკლშიც აპირებენ თამაშს. ჭანტურია ყაზაიშვილი როგორც ჩანს მომდევნოს მომდევნოში უნდა მოხვდნენ ნაკრებში. ამ გაპარტახებულ მდგომარეობაში მომდევნო შესარჩევისათვის პოტენციურად გუნდში გყავდეს თარგამაძე, ოქრი, ჭანტურია, ყაზაიშვილი,ილურიძე, ყენია, მჭედლიძე, ვაწაძე, ანანიძე, ებრალიძე.. და უკანა ხაზში არც ერთი კვალიფიციური განაპირა მცველი (უბრალოდ არ არსებოს ასეთი) ერთი მეტნაკლებად კვალიფიციური ცენტრალური მცველი კაშია... დაღმართზე მდგომი უკვე მომდევნო შესარჩევისათვის ამისულა და ხუბუტია რომელმაც შეიძლება რომ მოუმატოს მაგრამ რეალურად უკანა ხაზი პერსპექტივაში უფრო სუსტი გვყავას.. მაშინ რატომ ვაწვებით ჯიუტად ამ დაცვით ფეხბურთს გამაგებინეთ.. ამართლებდა ეგ ტაქტიკა მართლა როცა უკან ასკა, კალაძე, პიკზე მყოფი ამისულაშვილი იდგნენ, მაგრამ თუ მომდევნო შესარჩევისათვის ვემზადებოდით, თუ წინ იხედებოდით ისევ იგივე ტაქტიკა რითი იყო გამყარებული??? ხომ ფაქტია, რომ მომდევნო შესარჩევში გუნდი თავიდან გეყოლებათ შესაქმნელი? ხომ ფაქტია, რომ ეს ჩავლილი ციკლი იმ მომდევნოს ხიდად არ გამოდგება?? მაშინ რაშია თქვენი პასუხისმგებლობა? სამწვრთნელო შტაბს მივმართავ და არა მარტო ქეცბაიას.გასვლას არავინ გთხოვდათ, არც თქვენ დაგისახავთ ეგ მიზანი არც არსად გასულხართ. სამომავლო გუნდის შექმნა იყო რეალური მიზანი და მწვრთნელი და ფეხბურთელები ერთმანეთს ჭამთ.. თაობა უკეთესები შემტევები მოდიან ჩვენ ჯიუტად დაცვას ვთამაშობთ თანაც უშედეგოს.. აზრი? ლოგიკა? მე კარგად მესმის რომ მესებს ვერ დავბადებთ, ისიც მესმის რომ ვინც გვყავს პროფესიონალიზმი აქვთ ქართული როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, მაგრამ მაინც ჯიუტად მჯერა რომ უკეთესად თამაშიც შეგვიძლია რა ვქნა მესროლეთ თუ გინდათ

11:16 | 16.10.2013
tomuri (1422)

ასპროცენტაინი ხარ ძმაო! ქეცბაია მაგარი პატრიოტი და სამართლიანი კაცია, რც მტავარია ფულზე არ იყიდება და ნაკრებში ნიჭის ბდა დამსახურების მიხედვით იწვევს ფეხბურთელებს. ქეცბაიას დამსახურებაა რომ ასაკობრივი ნაკრებები შეიქმნა და უკვე რაღაც წარმატებები არის და ასაკობრივ ნაკრებებშიც ცაწყობით ვერ ცასვამენ ფეხბურტელებს! წანტურია , ყენია და ეგეთი ვითომ ფეხბურთელები, რომლებსაც უკვე თავში აქვთ ავარდნილი მაგათი ფეხბურთი კაი ხანია დამტავრდა, იმიტომ რომ ზარმაცები არიან , ხოლო დიდ ფეხბურთელად გახდომას დიდი შრომა უნდა მარტო ნიჭი არ ყოფნის! ვინც ითხოსვ საქართველოს ნაKრების მოგებებს...კი მაგრამ რატომ ითხოვენ ვერ გავიგე....ჩვენი ნაკრების თითქმის ყვეკლა ფეხბურთლეი ჭ კლასის გუნდებში ტამაშობს და იქაც სატადარიოგოშია და როგორ უნდა მოუგონ ტავისზე უფრო მაღალი კლაისის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებებს?

07:46 | 16.10.2013
ed7777 (819)

ტავიდან ბოლომდე გეთანხმები, მართალი ხარ. მე მაგალითად ქეცბაიას ხელში ნათამაშები ნაკრებიდან არ მახსოვს რომელიმე დასამახსოვრებელი მატჩი, რომელშიც ნაკრებმა გააზრებული, ლამაზი ფეხბურთი ეჩვენებინოს, აქ მოგებულზეც მაქვს საუბარი. თუ ვინმეს მოვუგეთ ისევ რომელიმე ფეხბურთელის ინდივიდუალურმა თამაშმა განაპირობა, მწვრთნელის გააზრებული ტაქტიკა მე იქ არ მინახავს, რომ გარდატეხა შეეტანოს. ნებისმიერი მცოდნე რიგითი მოქალაქე გაიყვანდა ეგრე გუნდს და შეიძლება უკეთესს შედეგსაც დადებდა მე მახსოვს ნაკრების წაგებული თამაშბი, რომელიც ქეცბაიას მოგებულ თამაშებს ათი თავით აღემატება, ხარისხს ვგულისხმობ. გაიძახის ეს კაცი არ გვყავს ფეხბურთელები, მაშინ რაღას ვირცხვენთ თავს? ან თავად რას იტენის ჯიბეში მილიონებს, შეეშვას, გადგეს გვერდზე, იმ მილიონებით ბავშვთა ფეხბურთს მიეხედოს, დაენიშნოს ნაკრებს რომელიმე ქართველი მწვრთვნელი, რომელიც იმ თანხას მიიღებს ხელფასად რაც ეროვნული ჩემპიონატის რომელიმე კლუბს აქვს, ან ცოტა მეტს. დროს რატომ აცდენს, თავისი შესაძლებლობა ქეცბაიამ პირველივე მატჩებში ამოწურა. ეს ყველაფერი ფედერაციის დამსახურებაცაა.

05:56 | 16.10.2013
MARGVELI (1791)

მაკედონია 10 2 1 7 7:16 7
სომხეთი 10 1 5 12:13 13
ყაზახეთი 10 1 2 7 6:21 5
ესტონეთი 10 2 1 7 6:20 7
ალბანეთი 10 3 2 5 9:11 11
კვიპროსი 10 1 2 7 4:15 5
აზერბაიჯანი 10 1 6 3 7:11 9
ჩრდ.ირლანდია 10 1 4 5 9:17 7
ლუქსემბურგი 10 1 3 6 7:26 6
ლიტვა 10 3 2 5 9:11 11
ლატვია 10 2 2 6 10:20 8
მოლდოვა 10 3 2 5 12:17 11
საქართველო 8 1 2 5 3:10 5

ერთი ნახხეთ რა გუნდებმა გაგვასწრო.
ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა მაჩანჩალა გუნდათ, რომელსაც ანგარიშს არ უწევს არცერთი მეტნაკლებად სერიოზული გუნდი და ვისთანაც უკვე მეორე შემადგენლობით გამოდიან.
აიმმის მერე რომ კიდევ გამოვლენ და ქეცბაიას დასაცავად შარვლებს იხევს ზოგიერთი ვითომ გულშემატკივარი

05:52 | 16.10.2013
maradonna (4306)

ორი გადაცემ ვერ გადააბეს ერთმანეთს ტო, სულ მოშორებაზე როგორ არიან, უკვე ისე არიან მიჩვეულები რო ქეცბაია აღარც ეუბნება რა უნდა გააკეთონ ზეპირად იციან, სულ ერთი და იგივე, ამოარტყი ბურთს რაც შეიძლება შორს. ესპანეთს რომ ზდომოდა 4 5 ბურთს თავისუფლად შეაგდებდა.

05:50 | 16.10.2013
maradonna (4306)

საქართველოს აქვს პოტენციალი რომ კარგი ნაკრები დადგეს, გვყავს ბევრი კარგი შემტევი ფეხბურთელი. თავდასხმის პრობლემა არ გვქ, დვალიშვილი და ვაწაძე, ასეთი ფორვარდები ბევრ ნაკრებს არ ყავს. დაცვაც ნორმალურია, ნახევარ დაცვაში გვიჭირს მარტო კანკავა არის ერთი. დუშვილი უგუნდოდაა. კაროჩე მე რო ვყოფილიყავი წვრთნელი შემტევს ვათამაშებდი ნკრებს. კიდევ ერთხელ ვამბობ საქართველოს ნაკრებს იმზე მეტი პოტენციალი აქვს ვიდრე ჩვენ გვგონია, უბრალოდ სწორი ვარჯიში და მიდგომა ჭირდება გუნდს. იმედი მაქვს მალე უკეთესობისკენ წავა საქმე

05:46 | 16.10.2013
maradonna (4306)

არაუშავს ვუყურე თამაშს აჩვენეს იტლიურ არხზე. კარგად ითამაშეს მიუხედავად ყველაფრისა, ისე კომენტატორმა გადმრია ტო გრიგლაშვილს კანკავას ეძახდა, კობახიძეს ანანიძეო, რეები იბზრა, მარტო ლორია დ დაცვის ხაზი გამოიცნო. ხო და კიდე ხიდეშელს ამისულაშვილიო. . მეორე ტაიმში გმოასწორა, ბოდიშს გიხდითო უეფას ოფიციალურ საიტზე ასე ეწერაო

05:40 | 16.10.2013
dpj-001 (1572)

ერთი კაცის ახირება არის ეს ყველაფერი და ის ერთი კაცი კი არა ღლაპია რომელმაც ქეცბაიას დონემდე ითამაშოს და მერე ილაპარაკოს გაზზეთის ფურცლებიდან,მართლა მეგონა ყენია რო სპორცმენი იყო მაგრამ არ ყოფილა,ბიძამისის დამპადერშკებელი,კი ბიძა ბიძააა მაგრამ კიკნაძეს და ქეცბაიას თუ არ აქვთ კარგი ურთღიერთობა იმას არ ნიშნავს რო ყენიაც აყოლოდა დ აყენიას აყვა მთელი ჯაზ ბანდა
მე ეგრე მიმაჩნია სხვა ახსნას ვერ ვხედავ ბლოკი აქვთ შეკრული რო ქეცბაია გაუშვან,ვერავინ დამაჯერებს რო ესეთი არაფრის მაქნისი ფეხბურთელები გვყავს რომელთაც 2 პასის გაკეთება არ შეუძლიათ.ესეთი ფეხბურთელები ქუჩიდან რო ჩვენ აგვიყვანონ არ ვიქნებით უფრო ჟილკით ვითამაშებთ.ქეცბაია რო წავიდეს დღევანდელი ნაკრებიდან უმეტესობა ნაკჯრებში ვრე მოხვდება და იცით რატო?იმიტო რო მოვა ვიღაც კუპერის ნაირი ან ტოპმიულერის ნაირი რომელთაც ქართევლთა შესახებ არაფერი იციან (რა უნდა იცოდენ რო)და დარსაძეს ან ვინმეს შედგენილი სასტავით მოთხოვენ ფონს გასვლას(გაიხსენეთ ახლო წარსული ვინები თამაშობდენ კუპერის დროს დარსაძე აიღებდა ფულს და ყველა ნაკრებში იყვნენ დავასახელებ რამოდენიმეს და მითხარით რომლებმა ითამაშეს ნაკრების კი არა საქართველოს ყველაზე მაჩანჩალა გუნდის დონეზე განუგრავა,კვახაძე,რაზმაძე,ჯანელიძე,და კიდევ ბევრი რომლებიც აღარც მახსოვს,რა მაშინ არ იყო გარიყული ამისულაშვილი,ხანდახან სირაძე,გოგუა,და კიდევ ბევრი რომლებზეც დღეს ვენებს ვიჭრით რატო მაშინ ხმას არ ვიღებდით,ესეთი რამ ქეცბაიამ დაშალა და კორუფცია აღმოპხვრა მაგრამ დაუფასებლები არიან ვინც დააფასა და ნაკრებით გააბედნიერა,დაუფიქრდით ცოტა ვისაც ფეხბურთი გესმით ის ფეხბურთელები რომლებიც ილიჩოვკებს,ფორტუნა დუისოლდორფებს რასტოვებს დ აეგეთ ვაი ვაი გუნდებს ვერ შორდებიან შანსი აქვთ რო ყველას დაუმტკიცონ რო ევროპაშია მისი ადგილი ხვდებიან ესპანეთს და საფრანგეთს რომლების თამაშსაც მილიონობით სკაუტი აკვირდება როგორმე საქართველოს ნირი გუნდიდან პერსპექტიული იგროკი ნახოსდა იმით მერე იმ იგროკს გზა გაუკვალოს და თვითონ ჯიბე გაისქელოს დიდი მოლოდინი აქ რო 1 მაინც გაიბრწყინებს და ქუჩის დონეზეც ვერ თამაშობენ,მე რო ვიყოგულის გაჩერებამდე ვირბენდი რო ვინმეს დავენახე
ჭანტურია ახსენეთ ბარსა 2 იუკადრისა,ჩელსიში წავიდა იქ რა მოხდა დღემდე კაცმა არ იცის დაიქიდან ვიტესში კიდე კაი რო ევროპაში დარჩა დიდი ვარდნაა ბარსადან ვიტესი მარა მაინც ევროპაა და უკეთესია მაგრამ თავსი ისე აუვარდა მაშინ ქეცბაია მასზე კაის მეტს არაპერს ამბობდა და ფაისბუკიდან ხან ტლიპოს ეძახდა და ხან რას რო მაგარი კაციაო ესაო ისაო მერე ჟორდანიას აუხიპიშდა და სად წავიდა ალანიაში კიდე კაი რამოდენიმე თვის წინ ლამის მოიბოდიშა ცოლი მოვიყვანეო ბავშვურად ვიქცეოდიო და ... იმედია ესე გააგრძელებს
თარგამაძეზე ერთი ამბავი იყო ატეხილი პორტოს უნდოდა და ხელფასი ეცოტავაო თუ რაღაც და იყოს ეხა მარიუპოლში,ამას წინეებზე მარიუპოლში ვიყავი და ოქრიაშვილზე კიდე თავშეკავებულიაო იმდენად არაო მარა თარგამაძე იემნა ლოთიაო არ ვიცი რამდენად მართალია მაგრამ იმ ქალაქში ეგეთი ხმებია
ანანიძე მეგონა ტრამე მაგრამ მუდამ პერსპექრიული
ყენიას არ ვიცი რა ვთქვა უდიდესი ტალანტი მაგრამ ბიძამისმა ისე მოქოქა რო სტოპ არ აქ რას მოიგებს დავინახავთ
ქართული სპორტული ჟურნალისტიკა ცალკე თემაა ეგენიც კრიჭაში უზიან ქეცბაიას ფეხბურთელი რო აკრიტიკოს ქეცბაიას აგინებენ,ლორიამ ესპანეთთან მაგრად ითამაშა და მე2 დღეს რეალმა და ბარსამ ვერ გაიყვესო ისეთი სტატიები იყო ეს უბრალოდ სამარცხვინოა გაზეთი რო გაყიდონ 1000 სისულელეს წერენ.
კიდევ რომელ ფეხბურთელზე დავწერო არ ვიცი მართლა ვერ დავიჯერებ რო ჟილკის ნატამალი არ გააჩნიათ უბრალოდ არ უნდათ ქეცბაია და ვსო და არ თამშობენ ჩემი აზრი ესაა და ქეცბაია რო წავიდეს და არ ვიცი ვინ მოვა ნაკრების კარი მხოლოდ გრევის მიცემით რო გაიღება მერე ინანებენ
ქეცბაიას ჩემი დაცვა არ ჭირდება,არც ჩემი ახლობელია და არც არავინ შეილება ეს ვინმემ მიუტანოს ენა ასე დაწეროსო ესეც რას ბჭუტურობსო ჩემზე თქვას ვინაა საერთოდ მაგრამ მე ესე ვფიქრობ,მაქ ნაყურები მაგათი თამაშები ქეცბაია ქინქლაძე არველაძეები დემე კობი იაშკასი და სულს და გულს დებდენ გულით და ჟილკით თამაშობდენ და დღეს ამას ვინმე ხედავთ და თან რა გაჭირვებული ქვეყნიდან რა ჩემპიონატებში თამაშობდნენ და ესენი რურეთ-უკრაინის მაჩანჩალა გუნდებში და იქაც დლინნი ზაპასში ზატო 10000-20000 ები კი აქვთ და არ უნდათ სიტყვაზე ევროპული 3000 მგრამ იმდენ ს კი ვერ ხვდებიან რო იმ ევროპიდან ცალი ფეხით სამოთხეში ხარ და ეგ 3000 ხელპასი ბონუსები იმდნია რო 50000 გახდეს
სომხებმა როგორ უნდა გვაჯობოსო სისხლის მიმოქცევა მიჩერდება მაგათ თამაშს რო ვუყურებ მრამ სანამ ესე ვიქნებით რო სომხეთმა როგორ უნდა გვაჯობოს მანამ არაფერი გვეშველება ყველამ საკუთარ თავსი ჩაიხედეთ ვინმე მოვსისიანის და მხიტარიანის დონის კი არა ოდნავ მიახლოებული გვყავს?მე რო იგროკი ვიყო ტავს მოვიკლავდი ყველაფერს ვიზამდი რო მაგათზე ძლიერი ვყოფილიყავი დ აჩვენი ლეგენდების საფლავებს პატივს მაინც ვცემდი სად სომეხი ფეხბურთელები და სად ჩვენ მაგრამ იმათ საკუთარი ერი უყვართ და ეგაა ჩვენ კი ამათ ვკიდივართ
ქეცბაიას უფრო მაგრად დავაფასებ თუ არ წავა და ამ წნეხს გაუძლებს
ბევრი დავწერე მაგრამ ეს ყველაფერი გულიდან ამოსული სიტყვებია,ეს ყველაფერი მტკივა და იმიტმ ვწერ საქმე ქეცბაიაში რო იყოს ... ეჰ

09:39 | 16.10.2013
მადრიდისტა (17021)

100% გეთანხმები ჩემი სათქმელი თქვი რა...მხოლდ ერთს დავამატებ იმ ხალხის გასაგონად ვისაც ქეცბას წასვლა უნდა: წავა ეს კაცი და 3 ტამასის შემდეგ მოგენატრებათ საერთოდ ყველა რო დაიკიდებს ნაკრებს ახლა გოლი ვერ გაგვაქვს მაგრამ არც უშვებთ ბევრს მერე უკვე წავა ყველა თამაშზე მინიმუმ 3 და მეტი ბურთები..ჩვენი ვაჟკაცი ფეხბურთელები ხო საერთოდ თავზე ბუზს არარ დაისვავენ

მეტის ნახვა
0.085931