ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში ჩასატარებელი თამაშების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. Football Espana-ს ცნობით, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 27 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ კომერციულ ტურნირზე გამოვლენ. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის მეტოქეები კი ნიგერია, კოტ-დივუარი, ბოსნია, საბერძნეთი და ჰონდურასი იქნებიან.
მუნდიალის ფინალურ სტადიაზე ესპანეთის ნაკრები ჯგუფში ჰოლანდიას, ჩილესა და ავსტრალიას დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა სპარინგებიც გვყავს ის დონეც ვართ))))))))))))) სატირალი რომ არ იყოს
ჩვენ ნაკრებს ამხანაგურად როდის მოგვხვდება?
5 მარტს გვაქ ლიხტენშტეინთან თუ არ ვცდები
ჩვენი ნაკრები ხაზაზეთს ყირგიზეთს ან უზბეკეთს ეთამაშOს. იქნებ კლასი ავიმაღლოთ
ვნახოთ ერთი რას იზამს გორგოძის ნაქები ბოსნია. ჩვენსავით მაინც ვერ ეთამაშებიან