ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სუპერთასის მატჩები ჩინეთში არ გაიმართება.
რამდენიმე თვის წინათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია და მომდევნო 7 წლის განმავლობაში, ქვეყნის სუპერთასის 5 გათამაშებას აზიური ქვეყანა უმასპინძლებს.
მალევე, მიღწეული შეთნახმების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს “ბარსელონამ” და მადრიდის “რეალმა”, რომლებმაც სუპერთასის მატჩებში სათამაშოდ ჩინეთში გამგზავრებაზე უარი განაცხადეს. ესპანური გრანდების გარეშე სუპერთასი აბა რა წარმოსადგენია და გადაწყდა, რომ ლა ლიგისა და სამეფო თასის გამარჯვებულები ერთმანეთს კვლავ ქვეყნის შიგნით დაუპირისპირდებიან.