ფეხბურთი

12:59 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის პროკურატურა “საეჭვო” მატჩების წინააღმდეგ

“ჩაწყობილი” მატჩები მთელი საფეხბურთო სამყაროს სენი რომაა, ესპანეთიდან მოსულმა ცნობამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა. პოპულარული და ავტორიტეტული Marca-ს ინფორმაციით, ქვეყნის პროკურატურამ 20 ფეხბურთელი დაჰკითხა, რომლებიც 2011 წლის მაისში “საეჭვო” შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

3 წლის წინ, პრიმერა დივიზიონის დასკვნით ტურში “სარაგოსამ” გასვლაზე “ლევანტეს” 2:1 მოუგო და პირენელთა უძლიერეს საფეხბურთო ლიგაში დარჩა. პროკურატურამ ამ მატჩის წინასწარ შეთანხმებით შედეგის “დასმასთან” დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და რამდენიმე ფეხბურთელს ბრალდება წაუყენა. ეჭვმიტანილ მოთამაშეთა გვარებს სამართალდამცავები ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, ისე კი იმ მატჩში მონაწილეობა ჩეხ ჰავბეკ ირჟი იაროშიკს და ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” წევრ ანდერ ერერას აქვთ მიღებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161521