ფეხბურთი

17:13 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებში ახალი სახეებია

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ დაასახელა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ეროვნული გუნდის ორი უახლოესი შეხვედრისთვის მოემზადებიან.


“ფურია როხას” რიგებში ბევრი ახალი სახეა. კიკო კასილია, მიკელ სან ხოსე, რაულ გარსია და პაკო ალკასერი პირველად არიან გამოძახებულნი, ხოლო ანდერ იტურასპესა და მარკ ბარტრას მხოლოდ თითო შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

ესპანეთის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: იკერ კასილასი (“რეალი”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), კიკო კასილია (“ესპანიოლი”);

მცველები: სერხიო რამოსი, დანი კარვახალი (ორივე “რეალი), მარკ ბარტრა, ხორდი ალბა (ორივე “ბარსელონა”), ხუანფრან ტორესი (“ატლეტიკო”), მიკელ სან ხოსე (“ბილბაო”), სეზარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”, ინგლისი), რაულ ალბიოლი (“ნაპოლი”, იტალია);

ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი (ორივე “ბარსელონა”), სანტი კასორლა (“არსენალი”, ინგლისი), სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”, ინგლისი), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ისკო (“რეალი”), ანდერ იტურასპე (“ბილბაო”), კოკე, რაულ გარსია (ორივე “ატლეტიკო”);

თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი (“ბარსელონა”), დიეგო კოშტა (“ჩელსი”, ინგლისი), პაკო ალკასერი (“ვალენსია”).

ესპანელები 4 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავენ ფრანგებთან სტუმრად, ხოლო 8 სექტემბერს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში, მაკედონიას შეხვდებიან შინ.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.117514