კალათბურთი

13:21 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრები სლოვენიაში განცალკევდა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი 2 სექტემბერს გამთენიისას, თბილისიდან ლუბლიანაში (სტამბოლის გავლით) გაემგზავრნენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის ჩარტერული რეისით დღეს თბილისის დროით 16 საათზე ვილნიუსიდან ლუბლიანაში ჩაფრინდება, საიდანაც სპეციალური ავტობუსით ქალაქ ცელიესთან ახლომდებარე კურორტ ლასკოში ჩავა.

სწორედ ლასკოში მდებარე სასტუმრო "თერმანა ლასკოში" იცხოვრებს ევრობასკეტ 2013-ის C ჯგუფის 5 ნაკრები გუნდი - სლოვენია, ხორვატია, საქართველო, ჩეხეთი და პოლონეთი.

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, როგორც ლიპარტელიანმა განგვიცხადა, ესპანელებმა მეტოქე ნაკრებებისგან განცალკევება გადაწვიტეს და სხვა სასტუმროში დაბინავდებიან.

კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, სტამბოლამდე თვითფრინავით იმგზავრა საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრების ერთმა ნაწილმა, მათ შორის, მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ, მისმა თანაშემწე გელა ინალიშვილმა, რამდენიმე ფეხბურთელმა და მედპერსონალმა.

მათი თქმით, ნაკრების მეორე ნაწილი ლუქსემბურგში სხვა ავიამარშრუტით გაფრინდა. ორივე ნახევარი დღესვე ლუქსემბურგში ჩავა. 5 სექტემბერს ჩივაძის ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის  პირველ მატჩს ლუქსემბურგის ნაკრებთან გამართავს, 9 სექტემბერს კი სლოვაკეთში შეხვდება ამ ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებს. 

და ბოლოს, რეისებზე სტამბოლიდან ლუბლიანაში ბილეთები დეფიციტი გახდა. ეს აშკარად იგრძნობა სტამბოლის აეროპორტში, სადაც ამ სტრიქონების ავტორი ამ მომენტისათვის ლუბლიანას რეისის მოლოდინშია. გაუგებარია,რატომ არ დაინიშნა სტამბოლიდან   დამატებითი რეისები ლუბლიანაში ევრობასკეტის დროს...

თენგიზ პაჭკორია 

სტამბოლიდან სპეციალურა www.worldsport.ge-სთვის


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116287