მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კრახით დასრულების შემდეგ, ესპანეთის ნაკრები კიდევ ერთმა ნახევარმცველმა დატოვა. ჩავის შემდეგ, სანაკრებო კარიერა ჩაბი ალონსომაც დაასრულა.
“საერთაშორისო კარიერას ვასრულებ. ნაკრებში 11 წლის გატარება ჩემთვის დიდი პატივი იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის.” – აცხადებს ალონსო.
ჩაბი ალონსო ესპანეთის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობდა. “ფურია როხას” მაისურით მან 114 თამაში ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. ალონსომ, ნაკრებთან ერთად, ერთხელ მსოფლიოსა და 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო.