ესპანეთის 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს ალბერტ სელადესი გაწვრთნის, რომელიც აქამდე 16-წლამდელ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობდა.
ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი ხუან ლოპეტეგი “პორტუს” ჩაიბარებს. ესპანელებმა მისი შემცვლელი მალევე მოძებნეს და ეს 38 წლის სელადესია.
ალბერტ სელადესი ცნობილი იმითაა, რომ მას “ბარსელონასა” და “რეალში” უთამაშია, მაგრამ წარმატებული კარიერა მას არცერთ გუნდში არ ჰქონია.