15 ოქტომბერს, ესპანეთ-საქართველოს მატჩს გერმანელები იმსაჯებენ. მთავარი მსაჯი იქნება ფლორიან მაიერი, რომელიც საქართველოს ნაკრების თამაშს არასოდეს მომსახურებია – არც ეროვნულის და არც ახალგაზრდულებისას. სამაგიეროდ, ესპანელებისა უმსაჯია და "ფურია როხამ" ორივე დიდი ანგარიშით მოიგო: ავსტრიასთან 5:1 და სან-მარინოსთან 6:0.
შეხსენებისთვის, შეხვედრა ალბასეტეს სტადიონზე გაიმართება, რომელიც 17300 მაყურებელს იტევს.