ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ხაბი ალონსოს არყოფნა, რომელიც კონფედერაციათა თასს ტრავმის მიზეზით გამოტოვებს, გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია. დელ ბოსკეს აზრით, სამწვრთნელო შტაბი ამ პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალურ ვარიანტს მოძებნის. “უდავოა, რომ ხაბი ალონსოს არყოფნა ესპანეთის ნაკრებისთვის სერიოზული დანაკლისია. გუნდის თამაში დიდ წილად მასზე და ბუსკეტსზეა დამოკიდებული. თუმცა, ამის გამო, ცრემლების ღვრას არ დავიწყებთ, რადგან ფეხბურთში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალურ ვარიანტს მოვიფიქრებთ”- იუწყება ესპანელთა თავკაცის სიტყვებს გამოცემა Marca.