კალათბურთი

14:21 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელებმა შემადგენლობა დაასახელეს

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხუან ანტონიო ორენგამ იმ 12 მოთამაშის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ. გუნდში სხვებთან ერთად ნბა-ში მოთამაშე ესპანელი ვარსკვლავები – პაუ და მარკ გასოლები და სერჟ იბაკაც მოხვდნენ.

ესპანეთის ნაკრები: რიკი რუბიო (მინესოტა, ნბა), ხოსე კალდერონი (“ნიქსი”, ნბა), სერხიო როდრიგესი (“რეალი”), სერხიო ლული (“რეალი”), ხუან კარლოს ნავარო (“ბარსელონა”), რუდი ფერნანდესი (“რეალი”), ალექს აბრინესი (“ბარსელონა”), ვიკტორ კლავერი (“პორტლენდი”, აშშ), პაუ გასოლი (თავისუფალი აგენტი), სერჟ იბაკა (“ოკლაჰომა სიტი”, ნბა), ფელიპე რეიესი (“რეალი”), მარკ გასოლი (“მემფისი”).

შეგახსენებთ, რომ მომავალი მსოფლიოს პირველობა ესპანეთში 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ჩატარდება. ესპანელებს ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ბრაზილია, ეგვიპტე, საფრანგეთი, ირანი და სერბეთი ეყოლებათ.

0.120543