ფეხბურთი

20:20 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესიენმა განმეორებითი სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიკაელ ესიენმა “მილანში” სამედიცინო შემოწმება მეორედ გაიარა და გადაწყდა, რომ ის კარიერას იტალიურ კლუბში განაგრძობს.

როგორც ცნობილია, პირველი სამედიცინო შემოწმების დროს ესიენმა “მილანის” ექიმების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. Gianluca Di Marzio-ს ცნობით, 31 წლის განელმა ნახევარმცველმა შემოწმება განმეორებით გაიარა და დაამტკიცა, რომ ის “მილანში” სათამაშოდ მზადაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ესიენი “მილანთან” კონტრაქტს ხელს ხვალ მოაწერს.

0.111507