ინგლისელმა მარცხენა მცველმა ეშლი კოულმა შესაძლოა, კარიერა მადრიდის “რეალში” გააგრძელოს. ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, მადრიდელები 33 წლის ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.
კოულს ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და სამშაბათს ოფიციალურად დაადასტურა, რომ “არისტოკრატების” რიგებს დატოვებს. განვლილ სეზონში, მან “ჩელსიში” 26 მატჩი ჩაატარა.
Mirror-ი იუწყება, რომ გამოცდილი განაპირა მცველის საკუთარ რიგებში ხილვა ასევე“ლივერპულს”, “მანჩესტერ სიტის”, “ტოტენჰემსა” და “მონაკოს” სურთ.
შეგახსენებთ, რომ კოული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინგლისის ეროვნული გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა.