ლონდონის “ჩელსის” მარცხენაფლანგელ ეშლი კოულს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ამის შესახებ თავად 32 წლის ინგლისელმა განუცხადა London Evening Standard-ს.
“მინდა მჯეროდეს, რომ “ჩელსიში” გაცილებით მეტ ხანს დავრჩები. “არისტოკრატთა” რიგებში ყველაფერი მაკმაყოფილებს, რადგან ჩემი კარიერა კარგად მიდის. სიმართლე გითხრათ, წასვლა ნამდვილად არ მინდა. ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, ადგილის ახალგაზრდებისთვის დათმობა მომიწევს. იმედია, ეს ჩემი კარიერის დასრულების შემდეგ მოხდება”, - განაცხადა მცველმა.
ცნობისათვის, კოულს ლონდონელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.