ფეხბურთი

18:55 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოული პოლონეთთან გამოირიცხა

 

ინგლისის ეროვნული ნაკრების მარცხენაფლანგელი ეშლი კოული თავის გუნდს პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება. ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” მცველს კვლავ ტრავმა აწუხებს.

ამავე მიზეზით, კოულმა ვერც ჩერნოგორიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში (4:1) ითამაშა. როი ჰოჯსონს იმედი ჰქონდა, რომ “ჩელსის” მცველს პოლონელებთან გამოიყენებდა, მაგრამ ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არაა. მის ადგილს ლეიტონ ბეინსი დაიკავებს.

ინგლისისა და პოლონეთის ნაკრებთა დაპირისპირება სამშაბათს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118645