ფრანგული პსჟ-ს არგენტინელი თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი ფიქრობს, რომ პარიზულ კლუბს ეროვნულ გუნდში მისი თანაგუნდელის, კატალონიური “ბარსელონას” ლიონელ მესის შეძენის უნარი შესწევს.
Telefoot-თან საუბარში 28 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონ გუნდში საკუთარ ადაპტაციაზეც ისაუბრა.
“ისეთ კლუბებს, როგორც პსჟ-ა, თავისუფლად შეუძლიათ ლეო მესის და მისი დონის ფეხბურთელების შეძენა. ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი. პირადად მე, საწყის პერიოდში მიჭირდა თამაშის იმ ხარისხის ჩვენება, რასაც ჩემგან ელოდნენ. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგადაა. “ნაპოლიში” თამაშისგან განსხვავებით, აქ აბსოლიტურად სხვა ფუნქციები მაკისრია. გუნდში გვყავს იბრაჰიმოვიჩი და ყველაფერი სწორედ მასზეა დამოკიდებული. მომწონს ასეთი დიდებული ფეხბურთელების მხარდამხარ თამაში” - განაცხადა ლავესიმ, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ის 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა.







