ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპზე მშვილდოსნობაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ქრისტინე ესებუამ აჩვენა, რომელმაც მერვედფინალში გასვლა შეძლო.
ესებუამ პირველ რაუნდში შვედ ჯენი იეპსონს სძლია, შემდეგ კი პირველი დღის შემდეგ მე-4 შედეგის მქონე ჩინელ მინგ ჩენგსაც სენსაციურად მოუგო, თუმცა, მერვედფინალში ბელგიელ საბრინა სტრუფთან დამარცხდა.
სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა მეორე რაუნდში ბრძოლას ასმათ დიასამიძე გამოთიშა, რომელმაც საწყის შეხვედრაში პოლონელ კარინა ლიპიარსკას აჯობა. კიდევ ერთმა ჩვენებურმა ხათუნა ნარიმანიძემ თურქ დამლა ერგინთან წააგო.
7 მაისს ქართული ტრიო გუნდუს ასპარეზობაში ჩაებმება და ძალებს საფრანგეთის ნაკრებთან მოსინჯავს.







