კალათბურთი

22:47 | 13.08.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ეს უკვე გვინახავს...

კიდევ ერთხელ მოხდა ის, რისიც ქართველ კალათბურთის გულშემატკივარს ყველაზე მეტად ეშინოდა. საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მოგებული მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არაფრით გამორჩეულ უნგრეთთან 73:74 წააგო და ფინალურ ეტაპზე გასვლა სათუოდ გაიხადა.

თითქოს ასეთი რამ უკვე გვინახავს. ქართველ კალათბურთელთათვის ყველა გასვლითი მატჩი ნამდვილი ომის ტოლფასია და მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ყველაფერი ბოლო წამებზე წყდება, როდესაც ბურთი ნებისმიერმა შეიძლება ჩააგდოს ან ააცილოს.

კეჩკემეტში გამართულ მატჩში სტუმრები პირველ მეოთხედში 10:17 ჩამორჩნენ, რის შემდეგაც მობილიზება შესძლეს და მეტწილად წინ იყვნენ. ერთხელ საქართველო 11 ქულითაც კი დაწინაურდა, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

როგორც ხშირად მომხდარა, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრების შესაჩერებლად მარტივი გზა ირჩია. აქცენტი თავიდანვე სამქულიანებზე აიღო და საბოლოოდ, პერიმეტრიდან 11 ზუსტი ტყორცნაც განახორციელა.

მიუხედავად ამისა, გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩებოდათ, რომ არა თამაშის ბოლო აცილებული საჯარიმოები. სამწუხაროა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თამაშის ანტიგმირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც დასკვნით ორიოდ წუთში 6 საჯარიმოდან 5 (!) ააცილა, არადა, თოკომ თამაში 18 ქულით, 5 მოხსნით, 4 პასით, 2 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა. ისიც სათქმელია, რომ იგოს კოკოშკოვის მიერ აღებული გაწელილი ტაიმ-აუტის შემდეგ, დასკვნითი იერიშის დაბოლოებაც "აჭრილ" შენგელიას ერგო და ისევ - არაზუსტად...

ჯამში საქართველოს ნაკრებმა 23-დან 13 საჯარიმო გამოიყენა და თამაშიდან ტყორცნის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი (55.1% 27 49-დან) წყალში გადაიყარა. შენგელიას გარდა, 10-ქულიან ზღვარს ზაზა ფაჩულია (19) და ვიქტორ სანიკიძეც (12) ასცდნენ, ქართველთა კაპიტანს კი აქტივში 6 მოხსნაც ჰქონდა.

უნგრელთა მხრიდან დავიდ ვოივოდამ 20 ქულა მიითვალა, დონტეი ტომასმა 6-ვე ორქულიანი ჩააგდო და 14 ქულას გამორჩა, კრისტიან ვიტმანის აქტივში 15 ქულა (5-დან 3 სამქულიანი) იყო, ნორბერტ ტოტმა კი 4-ვე სამქულიანი გამოიყენა და თამაში 12 ქულით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებს მორიგი გასვლითი მატჩი 17 აგვისტოს პორტუგალიაში ელის და იმედია, ნერვების წყვეტის გარეშე ეს თამაში მაინც ჩაივლის. სხვათა შორის, დღეს პორტუგალიელები ჩეხეთში 53:89 განადგურდნენ.

2 ტურის თავზე კი, E ჯგუფის მოულოდნელი ლიდერი უნგრეთია, რომელმაც ორივე გასული შეხვედრა მოიგო და 17-ში ჩეხეთს ესტუმრება.

 

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. კეჩკემეტი (უნგრეთი)

უნგრეთი – საქართველო 74:73 (19:18, 18:18, 17:19, 20:18)

უნგრეთი: დენეში (15 წ. 1 ქ.), კელერი (21 წ. 5 მ.), ვიტმანი (28 წ. 15 ქ. 5 ჩ.), ვოივოდა (33 წ. 20 ქ. 5 მ.), ნ.ტოტი (25 წ. 12 ქ. 3 მ.), ჩორვაში (4 წ.), ა.ტოტი (14 წ. 3 ქ.), ტომასი (33 წ. 14 ქ. 3 მ. 6 პ.), ფერენჩი (22 წ. 9 ქ.), რუიაკი (4 წ.).

მწვრთნელი: სტოიან ივკოვიჩი.

საქართველო: ფხაკაძე (2 წ.), ფაჩულია (34 წ. 19 ქ. 6 მ.), ცინცაძე (38 წ. 6 ქ. 4 პ.), სანაძე (15 წ. 5 ქ.), ფაცაცია (21 წ. 2 ქ.), სანიკიძე (33 წ. 12 ქ.), ბურჯანაძე (12 წ. 9 ქ. 3 მ.), შენგელია (33 წ. 18 ქ. 5 მ. 4 პ.), ლეჟავა (11 წ. 2 ქ.).

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

 

ჩეხეთი – პორტუგალია 89:53 (27:14, 24:17, 23:11, 15:11)

ჩეხეთი: აუდა (8 წ. 4 ქ. 4 მ.), პომიკალეკი (16 წ. 5 ქ. 7 მ.), პუმპრლა (18 წ. 9 ქ. 9 მ.), ჰრუბანი (22 წ. 9 ქ.), სატორანსკი (26 წ. 18 ქ. 6 მ. 5 პ.), ველში (16 წ. 6 ქ. 4 მ. 4 პ.), პალიზა (20 წ. 9 ქ. 4 მ.), ბარტონი (17 წ. 11 ქ.     4 მ.), ბალვინი (18 წ. 10 ქ. 4 მ.), სირინა (20 წ. 5 ქ.), სვრდლიკი (11 წ. 2 ქ. 4 მ.), ჩანი (8 წ. 1 ქ.).

მწვრთნელი: რონენ გინზბურგი

პორტუგალია: და სილვა (22 წ. 11 ქ.), სუარეში (17 წ.), ბარბოსა (10 წ.), ფერეირინიო (15 წ. 2 ქ.), ფერნანდეში (14 წ. 8 ქ. 4 პ.), ლიმა (10 წ. 2 ქ.), კუეიროსი (16 წ. 1 ქ. 3 მ.), გუერეირო (16 წ. 5 ქ. 5 მ.), ბალსეირო (15 წ. 6 ქ.), პინტუ (16 წ. 9 ქ.), ფონსეკა (24 წ. 8 ქ. 3 მ.), ჰალმანი (24 წ. 1 ქ. 4 მ. 3 პ.).

მწვრთნელი: რიკარდო ვასკონსელოსი.

 

უნგრეთი 2/0 132:111 4

საქართველო 1/1 146:136 3

ჩეხეთი 1/1    151:126 3

პორტუგალია 0/2 91:147 2

 

17 აგვისტო

პორტუგალია - საქართველო

ჩეხეთი - უნგრეთი


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:27 | 17.02.2016
papu (32)

ლებრონი გაცილებით ძლიერი კალათბურთელია ვიდრე დურანტი და ბრაიანტი .

ორივეს მკლავზე დაიხვევს .

14:06 | 17.02.2016
berodaviti (4285)

ბევრ რამეში გადასწრო და დაჩრდილა, მხოლოდ ბეჭდები და ერთ მატჩში "ჩაგდებული ქულები" კობის უპირატესობა, თუმცა ბევრს არ უნდა ამის აღიარება, მაგრამ მორიგი რეკორდები შეგვახსენებს ეტაპობრივად და სწრაფად თავს !

21:36 | 16.02.2016
shakooo7 (2507)

აი ოლ სტარი არი ეს:
0?'>https://www.youtube.com/watch?v=Bz1Rm-tO1GU':'>https://www.youtube.com/watch?v=Bz1Rm-tO1GU'))

17:13 | 16.02.2016
twist (106)

stripslashes((strlen('https://videowin.ge/index/video?id=31160')>0?'https://videowin.ge/index/video?id=31160':'https://videowin.ge/index/video?id=31160'))
კობი ბრაიანტის ცარიერის საუკეტესო 10 მომენტი

16:57 | 16.02.2016
Torres9 (12692)

კობი იყო არის და იქნება მუდან ლებრონზე წინ

16:26 | 16.02.2016
galaqtiko (3488)

კევინ დურანტს აქვს 179 და თუ მაგის დამოკიდებულებას და სქორერობას გავითვალისწინებთ დიდი შანსია მაგანაც გაასწროს ბრაიანტს და თუნდაც ჯეიმსსაც

20:45 | 16.02.2016
federer (17) (15576)

დურანტი დიდი ალბათობით გადაასწრებს ყველას

15:29 | 16.02.2016
საბარსა (2123)

ჯიგრები

17:31 | 14.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+1

13:59 | 16.02.2016
Dato Madrid (1088)

მრავალი მოთამაშისთვის საოცნებო ასეთი დიდი მიღწევები ხურდაში კიდევ მრავლად ექნება კარიერის ბოლომდე მეფეს,სანამ ლებრონი თავის ერთერთ მთავარ მიზანს არ მიაღწევს და არ დაამხობს რეგულარულში ყველაზე მეტი ქულის ჩამგდებ კარიმ აბდულ ჯაბარის თითქოსდა ხელშეუხებელ რეკორდს.ასეა ეს.

13:43 | 16.02.2016
BEERTRANCE (97819)

და კიდე შეუძლია ლებრონს თავისი მაჩვენებლის გაუმჯობესება

14:19 | 16.02.2016
Dato Madrid (1088)

მართალი ხარ გიგა ბრატ,ამ პოზიციაში იმდენად წინ წავა რომ ძნელად ოდესმე ვინმე დაეწიოს და როგორც სილკის კომენტატორები ამბობენ საერთოდაც ლიგის პრივატიზებას აპირებს ლებრონი.

0.066155