ფეხბურთი

10:57 | 4.10.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ერთი თვე ფარფანის გარეშე

გელზენკირხენის “შალკემ” ერთ-ერთი ლიდერი, პერუელი ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი დიდი ხნით დაკარგა.

ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, შვეიცარიაში “ბაზელთან” 1:0 მოგებულ მატჩში საზარდული დაიზიანა და როგორც გამოკვლევამ ცხადყო, ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა.

ექიმების ვარაუდით ფარფანი დაახლოებით ოთხ კვირას გამოტოვებს. ის საკუთარ გუნდს ბუნდესლიგის მომდევნო ორ ტურში “აუგსბურგთან” და “ბრაუნშვაიგთან” გარანტირებულად ვერ დაეხმარება და ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” მატჩსაც გამოტოვებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:54 | 28.01.2015
pupone10 (1042)

ამის საჭიროებას რომაში ვერ ვხედავ. ცენტრფორვარდი გვჭირდება. კავანი, ჯეკო, მანძუკიჩი, ლუიზ ადრიანო ან ვინმე. ვინგერები ისედაც ბევრი გვყავს.

13:46 | 28.01.2015
ioska123 (1425)

ეს დღემდე რატო არავინ წაიყვანა მიკვირს... კარგი ბიჭია

0.07565