ძიუდო

20:01 | 11.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბეთქილ შუკვანმა (60 კგ) ავსტრიულ მსოფლიოს თასზე ოთხი წმინდა გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობას ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ტურნირის ფინალში ქართველი მსუბუქწონოსანი პირველ ნომრად განთესილ აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს დაუპირისპირდება.
პაატა მერებაშვილი (60 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ. ოქროს შანსი ორივემ მეოთხედფინალში დაკარგა და მას შემდეგ ბრინჯაოს გზაზე თითო მეტოქე ჩამოიცილეს. მესამე ადგილისთვის მერებაშვილი სამხრეთკორეელ ჯინ-მინ იანგს შეხვდება, ხოლო რეხვიაშვილი - ასევე სამხრეთკორეელ ვონ-იანგ კიმს.
დღესვე ავსტრიულ ტატამზე შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილიც (ორივე 73 კგ) გავიდნენ მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.184516