სხვა

17:40 | 14.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ერთი მოგება ოთხ მატჩში

იტალიის დედაქალაქ რომში, სტარტი აიღო მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატმა პლიაჟის ფრენბურთში, რომელშიც ბრაზილიელი სპორტსმენებით დაკომპლექტებული ქართული წყვილები – საქა-რთველო და გეორ-გიაც ჩაებნენ.
ბრაზილიელმა ქართველებმა უკვე ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრეს და მათ ანგარიშზე მხოლოდ ერთი გამარჯვებაა. 31-ე ნომრად განთესილმა გეორ-გიამ (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო), G ჯგუფში ავსტრალიელებს (ბოემი-კაპა, 42-ე) 2:0 (21:16, 21:14) სძლია, შემდეგ კი ბრაზილიურ დუეტთან (ტიაგო-ჰარლი, მე-18) 0:2 (13:21, 19:21) დამარცხდა, არადა, მეორე სეტში 19:16-ს იგებდა.
15 ივნისს, გეორ-გია ფავორიტად მიჩნეულ ამერიკელებს (ფუერბრინგერი-ლუჩენა, მე-7) ეთამაშება. ცნობისთვის, ვაჟთა ტურნირში 48 გუნდი თორმეტ ქვეჯგუფშია გადანაწილებული, ფლეი ოფში ასპარეზობის უფლებას კი, პირველ-მეორე ადგილოსნები და რვაც საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.
ანალოგიური ფორმატი აქვს ქალთა ჩემპიონატსაც, რომელშიც საქა-რთველო 28-ე განთესვით ჩაება და D ჯგუფში ორივე საწყისი მატჩი წააგო. კრისტინ სანტანა და ანდრეა ჩაგაში ჯერ მე-4 რეიტინგის მქონე ჰოლანდიელებთან (კეიზერი-ვან ირსელი) 0:2 (19:21, 19:21) დამარცხდნენ, შემდეგ კი ნორვეგიელებსაც (მაასეიდე-ინგრიდი) ვერ გაუმკლავდნენ – 0:2 (19:21, 16:21).
საქა-რთველოს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი შერჩენილი აქვს, რისთვისაც დასკვნით ტურში ფინელი დების - ნისტრომების წყვილს (28-ე განთესვა) უნდა სძლიოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171642