ისტორია

11:52 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დღე სპორტის ისტორიაში - 14 თებერვალი

1951. დაიბადა კევინ კიგანი. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი. თამაშობდა “სკანტორპში,” “ლივერპულში,” “ჰამბურგში,” “ნიუკასლში”. “ლივერპულის” შემადგენლობაში ასპარეზობისას, ინგლისის ჩემპიონობას, უეფასა და ევროპის ჩემპიონთა თასებს დაეუფლა, გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 323 მატჩი და გაიტანა 100 გოლი. “ჰამბურგში” ორჯერ მოიპოვა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. საკლუბო დონეზე ჩაატარა 592 მატჩი, გაიტანა 204 გოლი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი (31 კაპიტნის რანგში). მონაწილეობდა ევროპის (1980) და მსოფლიოს (1982) ჩემპიონატებზე. 1978 და 1979 წლებში “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. წვრთნიდა ინგლისის ნაკრებს, “ნიუკასლს,” “ფულჰემს” და “მანჩესტერ სიტის”. 1979 წლის 7 ნოემბერს თბილისში ჩემპიონთა თასის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში ითამაშა. იმ დღეს “ჰამბურგმა” “დინამოს” 3:2 სძლია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1896. “ვინიპეგ ვიქტორიანზმა” “მონრეალ ვიქტორიანზი” ფლეი-ოფის ორმატჩიან რაუნდში დაამარცხა და ჰოკეიში “სტენლის თასი” მოიპოვა.
1904. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მეორე წრის მატჩში, ლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპურის” გულშემატკივრები, ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” მატჩის მიმდინარეობისას მსაჯზე განაწყენდნენ, შესვენებისას “უაით ჰართ ლეინის” მოედანზე გადავიდნენ და შეხვედრა ჩაშალეს. ამის გამო “ჰოთსპური” 350 გირვანქით დააჯარიმეს, გადათამაშება კი, ბირმინგემის “ვილა პარკზე” გაიმართა. ასპარეზობა “ტოტენჰემმა” 1:0 მოიგო.
1909. ინგლისის მეორე დივიზიონის მატჩის მსვლელობისას “გრიმსბი თაუნის” გოლკიპერმა უოტერ სკოტმა, “ბარნლის” სამი პენალტი აუღო.
1934. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” მატჩში (ეის ბეილის საბენეფისო შეხვედრა) “ტორონტო მეიფლ ლივზმა” ყველა ვარსკვლავის ნაკრებს 7:3 მოუგო.
1952. ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ზამთრის მეექვსე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა.
1966. უილტ ჩემბერლენმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შედეგიანობის რეკორდი დაამყარა. მან 20884-ე ქულა გააკეთა.
1980. აშშ-ის ქალაქ ლეიკ პლესიდში ზამთრის მე-13 ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა.
1982. თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების მიზნით, თურქეთის ქალაქ დენიზლიში, ადგილობრივ “დენიზლისპორს” 3:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები რევაზ ჩელებაძემ, ზაურ სვანაძემ და ნუკრი კაკილაშვილმა გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: მჭედლიძე, ანდღულაძე (პაიკიძე), ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, ჯოხაძე (კაკილაშვილი), სვანაძე (ჟვანია), ჭილაია (თავაძე), გუცაევი, ცაავა, ჩელებაძე. მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
1984. თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების მიზნით, ლესელიძეში უნგრეთის “ჩეპელს” 1:0 მოუგო. გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. “დინამო” შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ბალაძე, ჟიბა, მახარაძე, პაიკიძე, დანელია, უკლება, მიქაბერიძე (ქოჩკიანი), ჟორდანია, ჩქარეული, მაისურაძე, შენგელია (გოგრიჭიანი). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა
1987. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა. “დეტროიტ პისტონზისა” და “ფილადელფია სიქსერზის” შეხვედრას თვალი 53745-მა გულშემატკივარმა მიადევნა.
1988. თბილისის “დინამომ” ალჟირული ტურნეს პირველ მატჩში კონსტანტინაში ამ ქვეყნის სამხრეთ პროვინციათა ნაკრებს 2:0 მოუგო. გოლები თემურ ქეცბაიამ და რამაზ შენგელიამ გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, ფირცხალავა, ცვეიბა, ჭედია, მიქაბერიძე (აჯოევი), ტყებუჩავა, სვანაძე, სულაქველიძე, ფანცულაია, გურული (შენგელია), ქეცბაია (კორღალიძე).
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
1989. მაიკ ტაისონი მსახიობ რობინ გივენსს გაშორდა. სასამართლომ გივენსს მოკრივის ქონების დიდი ნაწილი დაუკანონა.
1992. კიერენ ჯოე პერკინსმა 800 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:46.60).
1992. ანდრე კასონმა მამაკაცთა შორის დარბაზში 60 მეტრზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6.41).
1992. მერლინ ოტიმ ქალთა შორის დარბაზში 60 მეტრზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6.96).
1994. ალექსანდრ გოლუბევმა 500 მეტრზე ციგურებით რბოლაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (36.33).
2001. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინასთან 0:0 ითამაშა. შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 35 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო  ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გვარამაძე, სილაგაძე, კობიაშვილი (თოდუა), რეხვიაშვილი, ხიზანიშვილი, ქემოკლიძე, კალაძე, ყაველაშვილი (ცქიტიშვილი), ქეცბაია (კაპიტანი), ჯამარაული (აშვეთია), ა. არველაძე (მენთეშაშვილი). მწვრთნელები: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი
2005. საფეხბურთო კლუბმა, ვლადიკავკაზის “სპარტაკ-ალანიამ” დავით კვირკველიასთან გააფორმა კონტრაქტი.
2005. უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი, ლენარტ იუჰანსონი სტოკჰოლმის გარეუბნის საფეხბურთო კლუბ, აიკ-ის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა.
2006. ტურინში გამართულ ზამთრის მე-20 ოლიმპიადაზე, შვედმა ანა დალბერგმა და ლინა ანდერსონმა (ქალებში), ასევე შვედმა ტობიას ფრედრიკსონმა და ბოერნ ლინდიმ (კაცებში), თხილამურებით რბოლაში (გუნდური სპრინტი) ოქროს მედლები მოიპოვეს. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ აგრეთვე, რუსი სვეტლანა ჟუროვა (ციგურებით რბოლა, 500 მ), ამერიკელი ტედ ლიგეტი (სამთო-სათხილამურო სპორტი, კომბინაცია), გერმანელები, სილკე ოტო (ერთადგილიანი ციგით ციგაობა) და სვენ ფიშერი (ბიატლონი, სპრინტი, 10კმ).
2008. ირლანდის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჯოვანი ტრაპატონი დაინიშნა.
2009. რაგბიში “ერთა თასის” მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების თბილისში პორტუგალიას 20:20 დაუზავდა.
2010. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში აღმოსავლეთმა დასავლეთს 141:139 მოუგო. ტეხასის შტატის ქალაქ არლინგტონში ჩატარებულ მატჩში კალათბურთისთვის სარეკორდო რაოდენობის აუდიტორია (108 713 მაყურებელი) დაესწრო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დუეინ უეიდი დაასახელეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1845. სესილ დე ვერე. დიდი ბრიტანეთის პირველი ოფიციალური ჩემპიონი ჭადრაკში. დე ვერემ ეს ტიტული 1866 წელს მოიპოვა.

1931. ნიუტონ დე სორდი. 1955-61 წლებში ბრაზილიის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონი.
1938. ფრანსისკო პაკიტო. 1950-70-იანი წლების ესპანელი ნახევარმცველი. კარიერის ძირითადი ნაწილი გაატარა “ვალენსიაში” (302 მატჩი, 36 გოლი). ესპანეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1964 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი.
1934. მერდინ მეთიუზი. ავსტრალიელი მძლეოსანი. სპრინტერულ დისტანციებზე რბენაში 1956 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს ორი მედალი.
1945. ლადისლაო მაზურკევიჩი. 1960-70-იან წლებში ურუგვაის ნაკრების მეკარე. შედის სამხრეთ ამერიკის ყველა დროის საუკეთესო მეკარეთა ხუთეულში. 1966 წელს მოიპოვა ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. 1967 წელს დაეუფლა კოპა ამერიკის თასს. 1966, 1970 და 1974 წლებში ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მექსიკის მუნდიალზე ნახევარფინალში გავიდა. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 65 მატჩი.
1947. ჰაიდემარი როზენდალი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელი სიგრძეზე მხტომელი. ქალთა შორის 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1951. კევინ კიგანი. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი. თამაშობდა “სკანტორპში,” “ლივერპულში,” “ჰამბურგში,” “ნიუკასლში”. “ლივერპულის” შემადგენლობაში ასპარეზობისას, ინგლისის ჩემპიონობას, უეფასა და ევროპის ჩემპიონთა თასებს დაეუფლა, გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 323 მატჩი და გაიტანა 100 გოლი. “ჰამბურგში” ორჯერ მოიპოვა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. საკლუბო დონეზე ჩაატარა 592 მატჩი, გაიტანა 204 გოლი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი (31 კაპიტნის რანგში). მონაწილეობდა ევროპის (1980) და მსოფლიოს (1982) ჩემპიონატებზე. 1978 და 1979 წლებში “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. წვრთნიდა ინგლისის ნაკრებს, “ნიუკასლს,” “ფულჰემს” და “მანჩესტერ სიტის”. 1979 წლის 7 ნოემბერს თბილისში ჩემპიონთა თასის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში ითამაშა. იმ დღეს “ჰამბურგმა” “დინამოს” 3:2 სძლია.
1953. სერგეი კაპუსტინი. საბჭოთა ჰოკეისტი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1974, 1975, 1978 და 1979 წლებში გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.
1953. ჰანს კრანკლი. 1970-80-იანი წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი. ავსტრიის ჩემპიონატების 427 მატჩში გაიტანა 320 გოლი. 9-ჯერ დაასახელეს ავსტრიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. “ბარსელონას” რიგებში გამოსვლისას მოიპოვა თასების თასი (1979). 1978 და 1982 წლების მსოფლიოს პირველობათა მონაწილე.
1956. ჰოვარდ ედვარდ დევისი. ამერიკელი მოკრივე. მსუბუქ წონაში 1976 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1964. სერგეი ნემჩინოვი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ნიუ ჯერსი დევილზის” მოთამაშე.
1966. პეტერ სვობოდა. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ფილადელფია ფლაიერზის” მოთამაშე. 1998 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1967. მანუელა მალეევა. ბულგარელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი, მათ შორის 1984 წლის აშშ-ის ღია პირველობის შერეულ წყვილთა შეჯიბრება.
1967. რუდი ვატა. ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და შოტლანდიის “სენტ ჯონსტონის” მცველი.
1970. რიჰარდ ჰმელიკი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ბუფალო სეიბრზის” მცველი. ოლიმპიური (1998) და მსოფლიოს ჩემპიონი (2000).
1973. ტიუს ედნი. “ბოსტონ სელტიკსისა” და “საკრამენტო კინგზის” გამთამაშებელი.
1978. რიჩარდ ჰემილტონი. “დეტროიტ პისტონზის” მსროლელი (201 სმ). 2003 წელს მოიპოვა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა, 2004 წელს იასპარეზა ფლეი-ოფის ფინალში. სამჯერ იასპარეზა ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.
1978. დარიუს სონგაილა. ლიტვის ნაკრებისა და “ნიუ ორლეან ჰორნეთსის” მძიმე-ფორვარდი (208 სმ). ევროპის 2003 წლის ჩემპიონი. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი. ევროპის 2007 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.


ამ დღეს გარდაიცვალა

1996. 77 წლის ასაკში გარდაიცვალა “ლივერპულის” ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი, ბობ პეისლი.

0.127335