ბათუმის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, ქართველთა გარეშე გაგრძელდება. საუბარია ერთეულთა შეჯიბრზე, რომელსაც ბოლოს ეკატერინე გორგოძე გამოეთიშა.
იგი მე-8 ნომრად გახლდათ განთესილი და პირველი წრე დამაჯერებლად დასძლია, მერვედფინალში კი უკრაინელ ოლგა იანჩუკთან 4:6, 7:5, 4:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირის საწყის რაუნდში მარიამ ბოლქვაძემ და თამარ კუტუბიძემ მე-2 განთესვის მქონე თურქულ-ხორვატულ დუეტთან (ოზგენი-ვრლიჩი) 2:6, 3:6 წააგეს.
ამგვარად, წყვილთა პირველობას მხოლოდ გორგოძე და სოფო ქვაცაბაია შემორჩნენ. მეოთხედფინალში ისინი რუსეთის სახელით მოთამაშე ნათელა ძალამიძეს და